სხვა დროებითი ცოლი 500 დოლარად ტურისტებისათვის 24 თებერვალი, 16:10 ![]()
ვინ არიან "500 დოლარიანი ცოლები"? და ეს ხდება სრულიად ლეგალურად, საქორწინო სააგენტოების მეშვეობით, რომლებიც მოთხოვნის საფუძველზე პოულობენ ცოლს. ამ სერვისის მთავარი მყიდველები არიან ტურისტები ახლო აღმოსავლეთიდან. ხანმოკლე საქორწილო ცერემონიის შემდეგ ქალებს საოჯახო საქმეების შესრულება და ინტიმური კავშირი ევალებათ, სანამ... ტურისტის შვებულება არ დასრულდება. შემდეგ მამაკაცი ცოლს ოფიციალურად გაეყრება და ოჯახს პირნათელი დაუბრუნდება. რამდენჯერ შეუძლია ქალს გათხოვდეს? ქალმა, სახელად კაჰაამ, ჟურნალისტს განუცხადა რომ 17 წლის ასაკიდან 15-ჯერ მაინც დაქორწინდა ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოსულ ტურისტებზე. როგორც წესი, მას ქორწინებიდან 300-დან 500-დოლარამდე რჩება, ნაწილი სააგენტოს მიაქვს. ის ფულს ქირის გადასახდელად იყენებს და ავადმყოფ ბებია-ბაბუაზე ზრუნავს. ![]() ახლა 28 წლისაა და ამ ქორწინებებში მალავს თავის მონაწილეობას, მეგობრებს და ოჯახს ატყუებს, რომ შინამოსამსახურედ მუშაობს, თუმცა ბევრი გოგონა არ მალავს ქორწინებას და ამბობს, რომ ეს ნამდვილი ქმარია. მაგრამ ისინი, ვინც ამას რამდენჯერმე აკეთებენ, ადგილობრივ ბიჭებთანაც კი ქორწინდებიან. ისინი იტყუებიან, რომ სამსახურში ბევრი საქმეები აქვთ, სიმართლის დასამალად შლიან მიმოწერას, ქმარმა რომ არ ნახოს კიდევ ერთი ქალს, სახელად ნისას, უკვე 20-ზე მეტი დროებითი ქორწინება ჰქონდა, შეაგროვა ფული, მიატოვა ეს საქმიანობა და ინდონეზიელ საიმიგრაციო ოფიცერზე გათხოვდა. ეს დროებითი ქორწინებები არ არის ლეგალურად აღიარებული ინდონეზიაში, რადგან ისინი ეწინააღმდეგება ქვეყნის ქორწინების კანონებს. თუმცა, ფორმალურად ქალს ვერ დადანაშაულებ, ასეთია „ნაცრისფერი ზონა“. უფრო მეტიც, მდიდარი ტურისტებისთვის ასეთი ცოლი მოსახერხებელია არა მხოლოდ იმიტომ, რომ შეგიძლია მასთან სექსით დაკავდე, არამედ იმიტომაც, რომ ვიღაც ამზადებს შენთვის სადილს, რეცხავს და ზრუნავს შენზე მთელი შენი შვებულება. კიდევ ერთი დადებითი შტრიხი შვებულების კომფორტულად გატარებისთვის. ეს საკმაოდ უცნაური გამოცდილებაა, მაგრამ ბევრ მამაკაცს მოსწონს. წარმოიდგინეთ საპირისპირო სიტუაცია, როდესაც ქალი შვებულებაში ყიდულობს ქმარს 500 დოლარად... 325 2-ს მოსწონს
|