x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ვერიკო ანჯაფარიძე: მედიკო მაგონებს გაზაფხულის ყვავილს,..
image
“პირველად მედეა ჯაფარიძე ვნახე არა სცენაზე, არამედ ცხოვრებაში, დიდი ხნის წინ... ზაფხული იყო, რუსთაველის გამზირზე მოვდიოდი და უცებ - არაამქვეყნიური მშვენიერება! მას ეცვა სადა თეთრი კაბა, ხელში ერთი თეთრი ყვავილი ეჭირა. მაღალი არ იყო, მაგრამ ყველა, უკლებლივ ყველა, მთელი ქუჩა მას უცქერდა.
ეს ქართული ხატის მსგავსი, თეთრად მოსილი არსება ანათებდა თბილისური ზაფხულის დღის სიჭრელესა და ხალხმრავლობაში. იმ დღეებში ყველას ის ეკერა პირზე, რომ თბილისში გამოჩნდა კიდევ ერთი მზეთუნახავი - მედეა ჯაფარიძე.
“მედეა ჯაფარიძეზე ლაპარაკი ჩემთვის ადვილიც არის ძნელიც. ადვილი იმიტომ, მისი სახე, ბუნება ჩემთვის ნათელია. მედეა ლამაზია, ძალიან ლამაზი და ეს ხომ საუნჯეა, სიმდიდრეა მსახიობისთვის.
მის სილამაზეში თავმოყრილია საუკეთესო თვისებები — გაზაფხულის სურნელება, სულიერი სიწმინდე, კეთილი და მოსიყვარულე გული, კეთილშობილური გრძნობები, რომლებსაც ისე დაუზოგავად უწილადებს ყველას, სულერთია ახლობელია ის, თუ შორეული, ნაცნობი თუ უცნობი. ადამიანში ყოველთვის ჰარმონიულობა ეძებს, მაგრამ სინამდვილე მკაცრია და ხშირად ტყუვდება ადამიანში, მაშინ საშინლად განიცდის ამას...
საერთოდ, მედიკო მაგონებს გაზაფხულის ყვავილს, რომელიც ნაზ სურნელებას გამოსცემს და გათრობს". - ვერიკო ანჯაფარიძე
0
53
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0