x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მამაკაცი უმწეოდ უყურებდა ცოლის მკვლელობას
image

70 წლის ლიზა მანდერსი მეუღლე კრეიგთან ერთად ზამბიაში დასვენების დროს გარდაიცვალა . ქალს ბეჰემოტი თავს დაესხა და სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიაყენა. დამწუხრებული ქვრივი მომხდარში ტურისტულ კომპანიას ადანაშაულებს.


კომპანია African Portfoli წინააღმდეგ სარჩელში ნათქვამია, რომ სამი შვილის დედამ მიიღო "კატასტროფული დაზიანებები" და გარდაიცვალა თავდასხმიდან რამდენიმე წუთში. ამის მიზეზი კი მოგზაურობის ორგანიზატორის დაუდევრობაა, რომელმაც უსაფრთხოება ვერ უზრუნველყო.

image


”ჩვენ რომ გვცოდნოდა, რამდენად საშიშია ჰიპოპოტამი, არასოდეს წავიდოდით ასეთ ახლო კონტაქტზე. „იდეა, რომ ჩვენმა მეგზურებმა ლიზა დატოვეს მარტო და დაუცველი ასეთი მომაკვდინებელი ცხოველის მიმართ, დამაფიქრებელია“, - თქვა კრეიგმა.


წყვილი ამერიკიდან 2024 წლის 31 მაისს ათი დღით გამეგზავრა ზამბიის საფარიში. მოგზაურობის მეხუთე დღეს გიდებმა მოაწყვეს საფეხმავლო ტური წყალსაცავისკენ.


მოსარჩელის თქმით, გიდებმა იცოდნენ ან უნდა სცოდნოდათ, რომ ექსკურსიის ჰიპოპოტამის სიახლოვეს ყოფნა სერიოზულ საფრთხეს ქმნის ამ ცხოველების არაპროგნოზირებადობის, ტერიტორიულობისა და აგრესიულობის გამო.(შენიშვნა: ისე, თავადაც უნდა ცოდნოდათ) თუმცა მათ შესთავაზეს, ტურისტებს, რომ მიუახლოვებოდნენ წყალს და გადაეღოთ ჩლიქოსნები. თავად გამცილებელი, რომელთაგან ერთ-ერთი ჯგუფის დასაცავად შაშხანით იყო შეიარაღებული, ტერიტორია მიატოვა.


ბეჰემოტი მოულოდნელად წყლიდან ამოხტა და ქალს თავს დაესხა. მან თავში ჩაავლო კბილები, ეჯაჯგურა, რის შემდეგაც თავის ქალა ჩაუმსხვრია და სხეული გათელა.

image

African Portfoli -ს წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მანდერსის სიკვდილი შემთხვევითობა იყო. კრეიგის ადვოკატებმა განაცხადეს, ტრაგედის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.


მანდერსი აღწერს ლიზას, როგორც "საუკეთესო დედას და ცოლს". მას უყვარდა სამზარეულო, მოგზაურობა და მეგობრებთან და ოჯახთან ერთად დროის გატარება.


”მისი ძალადობრივი სიკვდილი დიდი დანაკლისია არა მხოლოდ ჩვენი ოჯახისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის”, - დასძინა ქვრივმა.


image

0
248
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
248
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0