x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
წინააღმდეგობა ბიბლიასა და ასტრონომიას შორის
image

19 თებერვალს(1473) დაიბადა, რენესანსის ეპოქის მათემატიკოსი, ასტრონომი, მექანიკოსი და კათოლიკე კანონიკოსი ნიკოლაი კოპერნიკი, რომელმაც სრული გადატრიალება მოახდინა ასტრონომიაში და საზოგადოებაში დამკვიდრებულ რწმენაში, კოპერნიკმა ხანგრძლივი კვლევა-ძიების შედეგად დაამტკიცა, რომ სამყაროსა და პლანეტების ცენტრი მზეა. დედამიწაც, როგორც საერთო პლანეტა, ბრუნავს მზის გარშემო. ამ აღმოჩენით საფუძველი ჩაეყარა ჰელიოცენტრულ სისტემას.

1616 წელს, პაპის, პავლე V-ის დროს, კათოლიკურმა ეკლესიამ ოფიციალურად აკრძალა კოპერნიკის თეორია, რადგან ასეთი ინტერპრეტაცია სრულიად ეწინააღმდეგებოდა ბიბლიას.თუ რა წინააღმდეგობაში მოდის ასტრონიმია ბიბლიასთან მიმართებაში, ქვემოთ სტატიაში გაეცნობით.


ბიბლიის დასაწყისშივე ნათქვამია, რომ პირველ დღეს ღმერთმა შექმნა ცა, დედამიწა და ნათელი. ამავე დროს, წყალი უკვე იყო და მხოლოდ ამის შემდეგ ღმერთმა განაცალკევა სიბნელე სინათლისგან. ასე გაჩნდა დღე და ღამე. ეს მონაკვეთი სრულიად ეწინააღმდეგება თანამედროვე კოსმოლოგიას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ღმერთმა შექმნა მზე და მთვარე მხოლოდ მეოთხე დღეს.


ბევრი მორწმუნე ამტკიცებს, რომ ამ მონაკვეთის პირდაპირი გაგება არ შეიძლება, რომ ეს ყველაფერი მეტაფორაა.(თავად მღვდელს, გააჩნია რა დროს როგორ აწყობს, პირდაპირ გავიგოთ თუ მეტაფორად მონათლოს)

არა ბატონებო, ეს არ არის მეტაფორა. ეს არის ბიბლიური არქაული მითი, რომელიც შეესაბამება სხვა არქაულ და უფრო ძველ მითებს. შუმერულ-აქადური მითი სამყაროს წარმოშობის შესახებ ზუსტად ასევე აღწერს სამყაროს შექმნას, ღმერთი მარდუქი ქმნის ცასა და დედამიწას. ხალხს მაშინ და შემდგომ საუკუნეების განმავლობაში ნამდვილად სჯეროდა ამის და წერდა ამის შესახებ.


ბიბლიაში ბევრი მომენტია, სადაც დედამიწა აღწერილია, როგორც სამყაროს ცენტრი. მზე კი ბრუნავს მის ირგვლივ, ხანაც ჩერდება ცაში, როგორც ეს აღწერილია მართალი ისუ, ძე ნავესის წიგნში.

ბიბლიაში ცა არ არის საჰაერო სივრცე, არამედ მყარი მასა, რომელიც შეესაბამება არქაულ იდეებს. ამაზე მიუთითებს იობის სიტყვები ძველი აღთქმიდან:

"თუ აიჭრები მასთან ერთად ცის მყარში, სარკესავით რომ არის ჩამოსხმული?" (იობი 37:18)


ან კიდევ: „გააჩინა ღმერთმა ორი მთავარი მნათობი, - დიდი მნათობი დღის განმგებლად და მცირე მნათობი ღამის განმგებლად - და ვარსკვლავები.დასხა ისინი ღმერთმა ცის მყარზე, რომ გაენათებინათ მიწა"(დაბადება თავი1:16/17)

" თქვა ღმერთმა: აფუთფუთდეს წყალში სულდგმული; მიწის ზემოთ კი, ცის მყარზე, ფრინველმა იფრინოს. და იქმნა ასე.(დაბადება თავი 1:20)


ბიბლიური ფსალმუნი ამბობს:

„დააფუძნა დედამიწა თავის საძირკვლებზე, არ მოირყევა უკუნისამდე.“. (ფსალმუნი 103:5)
ამ ფლასმუნში ნათქვამია რომ ღმერთმა დედამიწა უმოძრაო შექმნა. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ჰელიოცენტრიზმის იდეას.

ეკლესიასტეს ბიბლიური წიგნი ამბობს:

„და აღმოვალს მზე და დავალს მზე და ადგილსა თჳსსა მივალს იგი“. (ეკლესიასტეს წიგნი 1:5)
ამ შემთხვევაში, მზე აღწერილია, როგორც დედამიწის გარშემო მოძრავი ობიექტი. ეს შეიძლება მეტაფორის სახითაც განვიხილოთ, მაგრამ ჰელიოცენტრიზმის მოწინააღმდეგეებისთვის ეს ციტატა გეოცენტრიზმის სასარგებლო არგუმენტად უფრო გამოდგება.

გეოცენტრისტებს შორის ყველაზე პოპულარული მონაკვეთია ზემოთ ნახსენები ისუ(იესო) ნავეს ძის წმინდა წერილიდან:

"და შეჩერდა მზე, და მთვარე დადგა, ვიდრე არ იძია ერმა შური თავის მტრებზე. და განა არ სწერია ეს სიმართლის წიგნში: „და მზე იდგა ცის შუაგულში მთელი დღე და ჩასვენებას არ ჩქარობდა”?"(ისუ, ძე ნავესი 10:13)



წერილში ნათქვამია, რომ წინასწარმეტყველმა ისუ ნავეს ძემ შეაჩერა მზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ის დედამიწის გარშემო მოძრაობდა. ამ თემას მრავალი ნახატი მიეძღვნა.

არის თუ არა იმის მტკიცებულება ბიბლიაში, რომ დედამიწა ბრტყელია?ამის პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს, თუმცა რამდენჯერმეა ნახსენები დედამიწის კუთხეები და კიდეები, რომელიც უფრო მეტაფორად შეგვიძლია განვიხილოთ:

"დროშას აღუმართავს ხალხებს, შეკრებს გადახვეწილ ისრაელს და ქვეყნის ოთხივე კუთხიდან თავს მოუყრის გაფანტულ იუდას"(ესაია წინასწარმეტყველი11:12)


"მთელს ცისქვეშეთში აჭექებს მას და მისი ელვა ქვეყნიერების კიდეებს სწვდება"(იობი 37:3)


თუმცა არც იმის მტკიცებას ვპოულობთ, რომ მრგვალია.ფსალმუნის 135 თავში ნათქვამია, რომ დედამიწა ღმერთის ძალით წყალზე დგას:

"დედამიწის განმვრცობი წყლებზე, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი"(ფსალმუნი 135:6)


ბიბლიური დავითი, ღმერთის სახელით ამბობს:

"ირყეოდნენ დედამიწა და მისი მცხოვრებნი, მე გავამაგრე მისი სვეტები. სელა.(ფსალმუნი 74:4)

სხვა საგალობელი დავითისა:

"უფლისა არის ქვეყნიერება და სავსება მისი, სამყარო და მისი მკვიდრნი.რადგან ზღვებზე დააფუძნა მან იგი და მდინარეებზე მოაწყო იგი."(ფსალმუნი 23;1/2)


0
65
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0