x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ეს ყოფილა ვინც ყოფილა, რამდენიმე ათასი ასეთი ქართველი და ქართული გენოფონდი სწრაფად გაიზრდება

image
ილონ მასკს ჩემი წარდგენა არ ჭირდება მკვითხველის წინაშე.
ამერიკელი ბიზნესმენი, გამომგონებელი და ინვესტორი, კოსმოსური რაკეტების მწარმოებელი ამერიკული საწარმო SpaceX-ის დამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი და წამყვანი დიზაინერი, ასევე Tesla, Inc.-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.
თავისი ნიჭის რეალიზაციის წყალობით მასკი გახდა პლანეტის უმდიდრესი ადამიანი, მისი გავლენები ახლა ბევრად უფრო დიდია, რადგან ეს უდაოდ ნიჭიერი ადამიანი ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის გუნდის წევრია.
სამხრეთ აფრიკაში, პრეტორიაში დაბადებული და გაზრდილი მასკი 17 წლის ასაკში გადავიდა შტატებში საცხოვრებლად, სწავლის პერიოდშივე გამოირჩეოდა ახალ-ახალი იდეებით, რის გამოც მას თანაჯგუფელები ირონიულად "იდეების გენერატორსაც" კი ეძახდნენ, მაგრამ ილონ მასკმა მათი დამცინავი მეტსახელი რეალობად აქცია როცა პირველი კომპანიის თანადამფუძნებელი გახდა, შემდეგ კი უკვე თავისი იდეებისათვის "ფრთების შესხმასაც" შეუდგა, შეუდგა და წარმოუდგენელ სიმაღლეებზე ავიდა, რისი წყალობითაც მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი გახდა, თუმცა სხვებივით სასახლეების, იახტების და ოქროს უნიტაზების შეძენით არაა დაკავებული.
ეს ბიზნესის და ინდუსტრიული პროგრესის "მონსტრი" ქალების მოყვარულიცაა, მას 4 ოფიციალური ცოლებისგან ჰყავს 13 შვილი რომელთა ნაწილის სახელები შოკში ჩაგაგდებთ.
მასკის თქმით, ადამიანური ინტელექტი რეგრესს განიცდის, რადგან შობადობა ზოგიერთი რელიგიის ერებში კატასტროფულად კლებულობს (დარწმუნებული ვარ ამ ერებში ქრისტიანები ჭარბობს, მათ შორის მართლმადიდებელი ქართველები), ამ დროს კი ჯერ კიდევ სტეროიდებზე მყოფი ხელოვნური ინტელექტი ძალას იკრეფს და მალე ამოქმედდება მურის კანონი.

imageimageimage
ილონ მასკის ცოლები და მათი შვილები, რომელთა დიდ ნაწილს მეტისმეტად უცნაური სახელები ჰქვიათ.

image




0
148
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0