x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ბედნიერება ვუსურვოთ "ახალგაზრდებს" - 93 წლის მილიარდელი 67 წლის ქალზე დაქორწინდა
image
93-წლის მედიამაგნატმა, მილიარდელმა რუპერტ მერდოკმა რომან აბრამოვიჩის ყოფილ სიდედრზე 67 წლის ელენე ჟუკოვაზე იქორწინა.

ცნობისათვის: კირტ რუპერტ მერდოკი-ავსტრალიელი და ამერიკელი ბიზნესმენი, მედიამაგნატი და მედიაჰოლდინგ "News Corporation" და "21st Century Fox"-ის დამაარსებელია. 1952 წელს მერდოკმა, სიმსივნით გარდაცვლილი მამისგან მემკვიდრეობით მიიღო გაზეთი "The News", რომელიც ადელაიდაში გამოდიოდა.


1950-1960 წლებში რუპერტ მერდოკმა შეიძინა რამდენიმე გაზეთი ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში.


1969 წელს გახდა ბრიტანული ტაბლოიდების "News of the World" და "The Sun"-ის მფლობელი. 1974 წელს მერდოკი საცხოვრებლად გადავიდა ნიუ-იორკში, რათა შესულიყო ამერიკულ მედია ბაზარზე. 1981 წელს მან შეიძინა ლონდონური გაზეთი "Таймс"-ი. 1985 წელს მერდოკმა უარი თქვა ავსტრალიის მოქალაქეობაზე, რათა მიეღო აშშ-ს მოქალაქეობა.


ეს კი მას აუცილებლად ჭირდებოდა ამერიკული არხების შესაძენად.
მისმა საჰოლდინგო კომპანიამ "News Corporation" შეიძინა კინოსტუდია "20th Century Fox (1985 წელს), გამომცემლობა "HarperCollins" (1989 წელს) და გაზეთი "The Wall Street Journal" (2007 წელს). 2000 წელს ჰოლდინგი "News Corporation" უკვე ფლობდა 800 კომპანიამდე მსოფლიოს 50 ქვეყანაში.

მესმის ეს კაცი უდაოდ ნიჭიერია მედიაჰოლდინგის სფეროში და გასაკვირი არაა მილიარდელი რომაა, მაგრამ საინტერესოა რაში ჭირდება 93 წლის ბაბუს 67 წლის ცოლი, თან მეტისმეტად ტემპერამენტიანი სლავი (რუსი) ქალი ცოლად?
ამ ქალს ფული, რომ არ აკლია ისედაც ცნობილია, როცა მისი გოგო დარია გაეყარა რუს მილიარდელ აბრამოვიჩს, საკმაოდ კოლოსალური თანხა მიიღო განქორწინების სანაცვლოდ და დედასაც საკმაოდ დიდი თანხა არგუნა მიღებული ფულიდან.



ვერც იმას დავიჯერებ, რომ წარმატებული მეცნიერი ქალი, რომელიც მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალისტია სიყვარულით გაყოლოდა ცოლად მერდოკს, რომელიც "ფორბსის" მიხედვით 19, 5 მილიარდი დოლარის მფლობელია.

მერდოკი რუს ცოლთან ერთად.

image
ელენე ჟუკოვა.

image
ელენე ჟუკოვა შვილთან, რომან აბრამოვიჩის ყოფილ ცოლთან დარიასთან ერთად.

image


0
86
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
86