x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მყვირალა მუმიების საიდუმლო და სხვა უცნაური არქეოლოგიური ფაქტები

არქეოლოგია — მხოლოდ მიწით დაფარული ნანგრევების და ძველი კერამიკის ნაშთების მოძიება კი არა, მეცნიერების დარგია, უჩვეულო აღმოჩენების შესახებ, რომელიც გამოწვევას უცხადებს იმას, რაც გვგონია, რომ წარსულის შესახებ ვიცით. იდუმალი არტეფაქტებიდან დაწყებული, უჩვეულო დაკრძალვის პრაქტიკით დამთავრებული — აქ, 10 ყველაზე უცნაურ არქეოლოგიურ ფაქტს წარმოგიდგენთ:


1. 2000 წლის რომაული ბეტონი, რომელიც არ იშლებაimage


ძველი რომაული ბეტონი უფრო მტკიცეა, ვიდრე თანამედროვე, განსაკუთრებით ზღვის წყალთან შემხებლობაში. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დროთა განმავლობაში, ზღვის წყალთან ქიმიური რეაქციის გამო, ის უფრო მყარდება, რაც მას, თანამედროვე ხიდების ბეტონისგან განსხვავებით, პრაქტიკულად, ურღვევს ხდის!


2. ძველი რომაელები ცენტრალური გათბობის სისტემით სარგებლობდნენimage


იმ დროს, როდესაც შუა საუკუნეების ევროპაში, ხალხი ციხე–სიმაგრეებში სიცივისგან კანკალებდა, ძველი რომაელები თბილ იატაკით სარგებლობდნენ და ცხოვრებით ტკბებოდნენ! მათ შექმნეს ჰიპოკაუსტის სისტემა — ცენტრალური გათბობა, შენობის კედლების და იატაკის ქვეშ გაყვანილი სპეციალური არხებით. რომაელებს ორდონიანი იატაკი ჰქონდათ და ცრუ იატაკის ქვეშ გაყვანილ ღრუებში, ღუმელის ნამწვავ აირს უშვებდნენ.


3. მყვირალა მუმიების საიდუმლოimage


ზოგიერთი მუმია, სახის საშინელი გამომეტყველებით და ღია პირით იყო აღმოჩენილი, რამაც მარადიული ყვირილისთვის განწირული, დაწყევლილი სულების შესახებ, მითების გაჩენა გამოიწვია. მაგრამ, არქეოლოგები ამბობენ, რომ ეს იმიტომ ხდება, რომ სიკვდილის შემდეგ, მიცვალებულებს ყბა ქვემოთ უვარდებათ.


4. ათი ათასი წლის «საღეჭი რეზინი»image


შვედეთში არქეოლოგებმა არყის ფისისგან გაკეთებული საღეჭი რეზინის ნაჭერი აღმოაჩინეს, რომელსაც ადამიანის კბილების კვალი ემჩნევა!

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კევი რომელიც, დაახლოებით, 10 000 წლის იყო, ნამდვილად ადამიანის მიერ იყო დაღეჭილი და ეს მოგვიანებით, ანალიზებმაც აჩვენა. გაირკვა, რომ ქვის ხანის ადამიანები, მას გართობის, კბილების გაწმენდის მიზნით, ან როგორც წამალს მოიხმარდნენ.



5. «ვამპირული» სამარხები შუა საუკუნეების ევროპაში image


შუა საუკუნეების საფლავებში ჩონჩხები იპოვეს, რომელსაც რიტუალური მკვლელობის კვალი აღენიშნება: ზოგს ძელი ჰქონდა გულის არეში ჩარტყმული, ზოგს პირში ქვები ჰქონდა, ზოგს კი, თავი ჰქონდა მოკვეთილი. სავარაუდო ვამპირები, ისე იყვნენ დაკრძალულები, რომ მათთვის მკვდრეთით აღდგომის შესაძლებლობა არ მიეცათ.


6. 2000 წლის სწრაფი კვების ობიექტიimage


პომპეიში კარგად შემონახული ქუჩის ჯიხური, ე. წ. «სწრაფი კვების რესტორანი» აღმოაჩინეს, რომელიც ძველ რომში ფუნქციონირებდა. მის კედლებზე მენიუს კერძები იყო დახატული, რომელიც იქ იყიდებოდა.

ასე, რომ, ფასტფუდი — თანამედროვე იდეა არ არის. რომაელები სწრაფი კვების ობიექტებით, 2000 წელზე მეტი ხნის წინ უკვე სარგებლობდნენ!


7. წაგრძელებული თავის ქალები, რომლების უცხოპლანეტელების ქალებს ჰგავსimage


ეს ერთ-ერთი წაგრძელებული თავის ქალა, რომელიც ჩიჩენ-იცაში (მექსიკა) აღმოაჩინეს. უძველესი თავის ქალები, არაბუნებრივად წაგრძელებული ფორმებით, მთელ მსოფლიოში, — სამხ. ამერიკიდან – აზიამდე გვხვდება. ზოგი თვლის, რომ ეს უცხოპლანეტელებთან კონტაქტის მტკიცებულებაა. მაგრამ, არქეოლოგები თავის ასეთ ფორმას, იმით ხსნიან, რომ ქალის დეფორმაცია განზრახ, მჭიდროდ შეკრული სახვევით მიიღწეოდა. შესაძლოა, როგორც ამ ადამიანების სტატუსის სიმბოლო.


8. მაიმუნების ღმერთის დაკარგული ქალაქიimage


ჰონდურასის ჯუნგლებში მკვლევარებმა იდუმალი, მივიწყებული ცივილიზაციის ნანგრევები აღმოაჩინეს, რომელიც ლეგენდებში «თეთრ ქალაქად», ან «მაიმუნების ღმერთის ქალაქად» არის მოხსენიებული. კიდევ უფრო საინტერესო და უცნაური ის იყო, რომ ბევრი მეცნიერი, რომელიც გათხრებში მონაწილეობდა, დაავადდა, რამაც უძველესი წყევლის შესახებ ჭორები გამოიწვია!


9. ძველი ეგვიპტელები ჭრილობების სამკურნალოდ თაფლს იყენებდნენimage


4000 წლის წინ, ეგვიპტელი ექიმები თაფლს, ინფექციების პრევენციისთვის, როგორც ანტისეპტიკს ისე იყენებდნენ. მათ სჯეროდათ, რომ თაფლს ჯადოსნური სამკურნალო თვისებები ჰქონდა.

თანამედროვე მეცნიერება ადასტურებს, რომ ისინი მართლები იყვნენ — თაფლს მართლაც აქვს ბუნებრივი ანტიბაქტერიული თვისებები და ის მედიცინაში დღემდე გამოიყენება!


10. ქვაზე ამოკვეთილი «გიგანტები», რომლის ასაკი 10 000 წელიაimage


გიობექლი თეფეში (თურქეთი) გათხრების დროს, არქეოლოგებმა უზარმაზარი ქვის სვეტები აღმოაჩინეს, რომელზეც უცნაური ჰუმანოიდების ფიგურები არის ამოკვეთილი. ეს არტეფაქტი — ყველაზე ძველია, ოდესმე აღმოჩენილ უძველეს ძეგლებს შორის. ის ძველი წ. აღრ. 9600 და 8200 წლებს შორის შეიქმნა, რაც 6000 წლით ადრე იყო, ვიდრე სტოუნჰენჯი. ამ ქალაქმა, ბევრს დააფიქრა დაკარგულ ცივილიზაციებზე, ან თუნდაც, ადამიან–გიგანტებზე, * რომლებიც ოდესღაც, დედამიწაზე ცხოვრობდნენ!


არქეოლოგია საიდუმლოებით არის სავსე და ყოველი აღმოჩენა, ახალ კითხვებს ბადებს, ჩვენი წარსულის შესახებ... ისტორია იმაზე უცნაურია, ვიდრე ჩვენ ოდესმე წარმოვიდგენდით!


* სხვადასხვა ხალხების მითებსა და ლეგენდებში ხშირად გვხვდება ინფორმაცია გოლიათების შესახებ, რომლებიც ოდესღაც ჩვენს პლანეტაზე ცხოვრობდნენ. ხოლო, პირველი სამეცნიერო ინფორმაცია, ადამიანი-გიგანტების შესახებ, ჰერადოტეს (ძვ. წ. აღრ 490 - 425 წწ.) ეკუთვნის. მისი ცნობით, ქ. ტეგეაში (ეკონომიკური და კულტურული ცენტრი ძველ საბერძნეთში) მჭედელმა ჭის ამოთხრისას ჩონჩხი იპოვა, რომლის სიმაღლე 2, 5 მ-ს აღემატებოდა.

მისივე ინფორმაციით, სპარტაში 3, 5 მ. ჩონჩხი იპოვეს, რომელსაც ადგილობრივები გმირ-გოლიათად თვლიდნენ და როგორც თილისმას, ომებში თან ატარებდნენ. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* საინტერესო ფოტოები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან

* როგორ დაამარცხეს მონღოლებმა 50–ჯერ დიდი ჩინეთის იმპერია? – საინტერესო ფაქტები ჩინგიზ–ყაენი შესახებ

* "ჩვენ მოწინავე ცივილიზაციას გადავეყარეთ, რომელიც, ალბათ, 100 მლნ. წლით ხანდაზმულია" – აცხადებს ყოფილი ასტრონავტი

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



0
92
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0