x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დეტალები ბათუმში დაღუპული ბავშვების შესახებ
image

15 თებერვალს, ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე ორი ბავშვი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაღუპული არიან 4 და 5 წლის ბავშვები.


პირველადი ცნობებით, ბავშვები იმ ტერიტორიაზე ჩავარდნენ ორმოში, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და მათ რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.



დაღუპულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ბათუმის მერიაც.


„უბედური შემთხვევა მოხდა ქალაქ ბათუმში, ფრ. ხალვაშის გამზირის #188-ის მიმდებარედ. წყლით სავსე თხრილში ორი არასრულწლოვანი ჩავარდა, საუბედუროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა“ – წერს მერია.


არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვებს მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ. ასე­ვე ცნო­ბი­ლია, რომ ბავ­შვე­ბი ჯართს აგ­რო­ვებ­დნენ, რა დრო­საც უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მოხ­და.


„ოცნების ქალაქის“ მკვიდრი, მარინე ბერიძე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, ბავშვებს დღის ოთხი საათიდან ეძებდნენ ოჯახის წევრები:


„მთელი საღამო ეძებდნენ და ერთ-ერთის ბაბუამ იპოვა ჭაში ჩავარდნილები“.


ორივე ბავშვი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა.


ადგილობრივების ნაწილი აპროტესტებს ადგილზე ჟურნალისტების ყოფნას და მოუწოდებენ, რომ დატოვონ ტერიტორია და არ დასვან კითხვები: "რეიტინგს იმაღლებთ? გადით, დატოვეთ აქაურობა. ჩვენზე მეტად შეგტკივათ გული?"


ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. იყო ფიზიკური დაპირისპირების მცდელობაც.


"ოცნების ქალაქში" ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების ცხედრები ოჯახებში გადაასვენეს.ამასობაში სამშენებლო კომპანია "ანაგის" წარმომადგენელი აცხადებს, რომ ტერიტორია, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა სამშენებლო მოედნის ფარგლებს გარეთაა და კომპანიას მასთან არანაირი შემხებლობა არ აქვს."ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მთელ საქართველოს, ეს არის აბსოლუტური ტრაგედია. სიტყვები არ მაქვს რა შეიძლება ითქვას. ეს ლოკაცია, სადაც ეს შემთხვევა მოხდა სამშენებლო მოედნის ფარგლებს გარეთაა, ჩვენ არანაირი შემხებლობა არ გვაქვს იმ ადგილთან, არც არანაირი სამუშაოები გვიწარმოებია.ჩვენ ახლა შევედით იქ და ფაქტობრივად სამუშაოები არც დაწყებულა, მხოლოდ ტექნიკა არის მობილიზებული. ეს ტერიტორია ჩვენ ლოკაციასთან კვეთაში არ არის. მოშორებით სხვაგან მდებარეობს, "- განაცხადა დავით ანდღულაძემ.ამ ტრაგედიამდე ერთი კვირით ადრე ხელიუფლებამ დააანონსა „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების მშენებლობა და ამის აღსანიშნავად საძირკველში სიმბოლურად კაფსულა ჩადეს. ეს ღონისძიება 209 165 ლარი დაჯდა.


ტრაგედიის ადგილზე მივიდა აჭარის ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, რომელიც ირწმუნება, რომ ტერიტორია, სადაც ბავშვები დაიღუპნენ არ იყო სამშენებლო ტერიტორია:ადგილობრივები ამბობენ, რომ ტერიტორია, სადაც სამშენებლო ტექნიკა უკვე მუშაობდა, არ იყო შემოღობილი.



აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე მწუხარებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ შემთხვევა მოხდა საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელსაც კუსტარულად ჰქონდა გაკეთებული თხრილი, ხოლო სახლის დემონტაჟის შემდეგ „ეტყობა უყურადღებოდ დატოვა“.„სამწუხარო ტრაგედია დატრიალდა. ორი მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა. შემზარავი ტრაგედიაა თითოეული ჩვენგანისთვის, სალაპარაკოდაც მძიმეა, მაგრამ ეს არ არის სამშენებლო არეალი. აქ ცხოვრობდა პიროვნება, სადაც ეს ტრაგედია მოხდა. მიმდებარე ტერიტორიაზე არ მომხდარა. გვერდით იყო საცხოვრებელი სახლი. [მფლობელმა] ბინა მიიღო და შესაბამისად, გადავიდა. ჰქონდა კუსტარულად გაკეთებული თხრილი, სადაც ფეკალური მასა ჩაედინებოდა და შემდეგ რომ მოხდა ამ სახლის დემონტაჟი, ეტყობა უყურადღებოდ დატოვა“, - აცხადებს რამაზ ჯინჭარაძე.



საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, ე.წ ოცნების ქალაქში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.შემთხვევის ადგილზე, სამართალდამცავები იმყოფებიან.


image


საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრები მოქალაქეები 2012 წლიდან ითხოვენ.მათ ყოფილი 23-ე ბატალიონის ტერიტორიაზე თავდაპირველად მუყაოსა და ფიცრული სახლები ააგეს თვითნებურად. თანდათან მათი რიცხვი გაიზარდა და რამდენიმე ასეულს გადააჭარბა.

image

„ოცნების ქალაქში“ სამი 12-სართულიანი კორპუსის მშენებლობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2020 წლის თებერვალში დაიწყო. საცხოვრებელი ფართები 582 ოჯახისთვის იყო გათვალისწინებული.მეორე ეტაპზე 9 მრავალსართულიანი კორპუსის აშენება იგეგმება. პროექტი, რომელიც 36 თვეში უნდა დასრულდეს, 1077 ბინაზეა გათვლილი.

0
52
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0