მსოფლიო ომი, რომელიც ტექნიკურად 335 წელი გაგრძელდა – მაგრამ არცერთი გასროლა არ მომხდარა!“ გუშინ, 1:27 ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო და უცნაური ომი ისტორიაში. ყველაფერი დაიწყო 1651 წელს, როდესაც ნიდერლანდებმა ომი გამოუცხადეს ბრიტანეთის კუთვნილ სკილიის კუნძულებს. რა მოხდა რეალურად ბრიტანეთის სამოქალაქო ომის დროს, 1651 წელს, ოლივერ კრომველის ძალებმა როიალისტები დაამარცხეს, მაგრამ მათი ფლოტის ნაწილი სკილიის კუნძულებზე დაიხია. ნიდერლანდები მაშინ მოკავშირე იყო პარლამენტარების მხარეს, და რადგან სკილიის კუნძულები ჯერ კიდევ როიალისტების კონტროლქვეშ რჩებოდა, ნიდერლანდელებმა მათ ომი გამოუცხადეს. მაგრამ უცნაური ის არის, რომ ომში არცერთი გასროლა არ მომხდარა! რამდენიმე თვეში როიალისტები დამარცხდნენ, და სკილიის კუნძულები კვლავ ბრიტანეთის კონტროლქვეშ დაბრუნდა, მაგრამ ნიდერლანდებს ომის დასრულების ოფიციალური დოკუმენტი არ გაუფორმებია. ასე გაგრძელდა ეს ომი... 335 წლის განმავლობაში! მხოლოდ 1986 წელს, ისტორიკოსებმა ეს უცნაური დეტალი შეამჩნიეს. სკილიის კუნძულების მმართველმა ოფიციალურად მიმართა ნიდერლანდების ელჩს, რომელმაც 1986 წლის 17 აპრილს, სიმბოლური ცერემონიით ხელი მოაწერა სამშვიდობო შეთანხმებას. „ყველაზე მშვიდობიანი ომი ისტორიაში!“ – ასე იხსენებენ მას დღეს. 11 3-ს მოსწონს
|