საქართველო მოკლული ახალგაზრდების მშობლები, ირაკლი ალასანიას მკვლელობის თანამონაწილედ ასახელებენ 2012, 27 ოქტომბერი, 15:28 1995 წლის 4 მარტს, თბილისში საზარელი დანაშაული მოხდა. ორი ახალგაზრდა: კუსა თოხმაიდი და ბექა რეხვიაშვილი გაუჩინარდა. გამოძიება ეჭვობს, რომ ისინი დახოცეს. გარდაცვლილების მშობლებს საკუთარი შვილების ცხედრების ნაცვლას სხვა პიროვნებების გვამები შეაჩეჩეს ხელთ, როგორც მოგეხსენებთ მსგავსი ფაქტები ხშირად ხდებოა 90-იან წლებში. 17 წლის წინ გაუჩინარებული შვილების დედები დაუკავშირდნენ "პრესა.ჯის" და ამ საზარელი ამბავის მოყოლისას ახსენეს ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი გამოკვეთილი ფიგურის ირაკლი ალასანიას სახელი და გვარი, რომელიც ამ დანაშაულის მონაწილედ მიაჩნიათ და მათ ასევე ახსენეს, რომ ირაკლი ალასანიას იმ პერიოდისთვის ნარკობიზნესთან ჰქონდა კავშირი. 219 6-ს მოსწონს
|