ისტორია ყველაზე უცნაური ფაქტები II მსოფლიო ომის ისტორიიდან 18 თებერვალი, 8:26 ჯაშუში მტრედი 1942 წელს ბრიტანული საფოსტო მტრედი, სახელად კომანდოსი, საფრანგეთის ტერიტორიაზე, მინი პარაშუტზე მიმაგრებული ყუთით, თვითმფრინავიდან გადააგდეს. მტრის ზურგში მომუშავე ჯაშუშმა ყუთი იპოვა, დაზვერვის დოკუმენტები ლითონის კონტეინერში მოათავსა, რომელიც კომანდოსს თათზე ჰქონდა მიბმული და ფრინველი გაუშვა. მტრედმა, ამ მნიშვნელოვანი ინფორმაციით, ლა-მანშს გადაუფრინა და ბრიტანეთში დაბრუნდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მას იმ ქორებისგანაც მოუხდა თავის დაღწევა, რომლებიც სპეციალურად იყვნენ გაწვრთნილები, ფრინველებს დანიშნულების ადგილამდე რომ არ მიეღწიათ. კომანდოსმა 90 დავალება შეასრულა და 1945 წ. «გამოჩენილი სიმამაცის და ერთგულებისთვის», სპეციალური მედლით დაჯილდოვდა. ის 200 000 ფრინველიდან, ერთ–ერთი იყო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს, შეტყობინებების გადასაცემად გამოიყენებოდა. ამერიკული გასაბერი არმია მას «მოჩვენებით არმიასაც» ეძახდნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს, ამერიკელებმა ჭკვიანურ ხრიკის მიმართეს: 1944 წელს მათ საბრძოლო გუნდი შეკრიბეს, რომელშიც მხატვრების, მოდის დიზაინერების, მსახიობების და სხვა შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები შედიოდნენ და ეს იმისთვის, რომ მათ თავიანთი უნარები, მოწინააღმდეგის «გასაცურებლად» გამოეყენებინათ. 23–ე რაზმში 1100 ადამიანზე მეტი ირიცხებოდა. მათი მისია მტრის დაბნევა, დემორალიზება და «მაგიის» საშუალებით, დაშინება იყო. ამისთვის კი, გასაბერ საბრძოლო ტექნიკას, ხმოვან და პიროტექნიკურ ეფექტებს, კოსტიუმებს, გრიმს და სხვა რეკვიზიტებს იყენებდნენ. ვიდრე პიროტექნიკოსები «ბრძოლის ველზე» აფეთქების იმიტაციას ახდენდნენ, მსახიობები ბარებში მიდიოდნენ, სვამდნენ და არიელებს შორის, ერეტიკულ იდეებს ავრცელებდნენ. ამავდროულად, გერმანული დაზვერვა საბრძოლო რაზმების მოულოდნელ გამოჩენას აფიქსირებდა იმ ადგილებში, სადაც ცოტა ხნის წინ, არაფერი იყო! ასობით ტანკი და საარტილერიო დანადგარი, ფაქტობრივად, ჰაერიდან ჩნდებოდა. ამის შემდეგ, გერმანელების არმიის გადაჯგუფება ხდებოდა, ხოლო «მოჩვენებითი არმია» ისე ქრებოდა, როგორც ჩნდებოდა... რომ ახალ ადგილზე გამოჩენილიყო. ამ არმიის არსებობა, 1996 წლამდე, გასაიდუმლოებული იყო. არხის სხვა სიახლეები:* ისტორიულ ფოტოებზე ასახული უცნაური მოვლენები და ფაქტები* ფოტოები კარგი განწყობისთვის – 24 (25 ფოტო)* მთავარი რაკურსია – ფოტოები რედაქტირების გარეშე 3* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?314 1-ს მოსწონს
|