x
მეტი
  • 11.02.2025
  • სტატია:140141
  • ვიდეო:351930
  • სურათი:513121
რა ხდება აქ? -საბჭოთა კავშირი (ნაწილი XXVI)
image

თქვენ შეგიძლიათ ტომობით ისტორიის სახელმძღვანელოები გადაღეჭოთ, იცოდეთ და გახსოვდეთ ბევრი. მაგრამ არაფერი შეედრება ვიზუალურად აღბეჭდილ დოკუმენტს, ისტორიულ ფოტოებს, რომელიც ასახავს უნიკალურ მომენტებს, გვაჩვენებს, თუ რითი ამაყობდნენ ადამიანები, ან რამ გამოიწვია ცრემლები და რაზე ოცნებობდნენ.. მაშ ასე, დროში მოგზაურობა-7 ფოტოს ისტორია ნაწილი XXVI




თვითმავალი ტრაქტორი T-16. ამ უჩვეულო მანქანას ხალხმა მრავალი მეტსახელი დაარქვა: "მიმტანი", "შასი", "დაშეჩკა", "მათხოვარი".იწყობოდა ხარკოვის ტრაქტორის ქარხანაში 1960-იანი წლების დასაწყისიდან 90-იან წლებამდე . სულ დამზადდა თითქმის 600 ათასი T-16.

image


გოგონა მანდარინებს ყიდის ლესნოის პროსპექტზე (ბაბურინსკის საცხოვრებელ სახლთან). ლენინგრადი, 1948 წ.-საინტერესო ფოტოა. ლენინგრადში ომისშემდგომ პირველ წლებში საშინლად რთული პერიოდი იდგა, ირგვლივ შიმშილი სუფევდა . თუნდაც მოკრძალებული საკვების შოვნაც კი გაძნელებული იყო, ამასთან ერთად ხალხი სიღარიბის ზღვარზე იყო, ხალხს ან გაცვეთილი ან ნათესავისგან გადაკეთებული სამხედრო ფორმისკან შეკერილი ტანსაცმელი ეცვათ, როგორც წესი, ზომაში არ ემთხვეოდა.... და აი დროს, დაუჯერებელი რამ, გოგონა მანდარინებით...ნადვილი ეგზოტიკური დელიკატესი!

image


საბჭოთა კავშირი 1987 წელი.გორბაჩოვის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სულ უფრო და უფრო მეტ თამამ კონცეპტუალურ ხელოვნებას შეხვდებოდით, რაც თუნდაც 5 წლის წინ წარმოუდგენელი იყო.

image


აერობუსები ხაბაროვსკის მხარეში, 1983 წ. საბჭოთა აეროციგა KA-30 არის უნიკალური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც შეიქმნა სსრკ-ში თოვლზე და ყინულზე გადაადგილებისთვის. ეს მოწყობილობა გახდა საბჭოთა დიზაინერების საინჟინრო შემოქმედების ნათელი მაგალითი, რომლებიც ეძებდნენ გზებს რთული ბუნებრივი პირობების დასაძლევად არქტიკაში, ციმბირში და მკაცრი კლიმატის მქონე სხვა რეგიონებში.

image

როკ-ჯგუფი „დიალოგი“, სსრკ, 1983 წ.-სსრკ-ში არსებობდა ბევრი სამოყვარულო და ნახევრად იატაკქვეშა როკ ჯგუფი, რომელთაგან ბევრი იყენებდა საკმაოდ მარტივ ან ფილოსოფიურ სახელებს, როგორიცაა „დიალოგი“. ეს ჯგუფები ხშირად უკრავდნენ სამოყვარულო გაერთიანებებში, გამოდიოდნენ ახალგაზრდულ ფესტივალებზე ან წერდნენ მუსიკას მსმენელთა ვიწრო წრისთვის.მოგვიანებით ამ ჯგუფს ცნობილი ძმები მელაძეები შეუერთდნენ.


image


სადილობის დრო დადგა-1980 წელი-პროვინცია არის ადგილი, სადაც მზის ჩასვლის შემდეგ უცოლო კაცს აღარაფერი აქვს გასაკეთებელი .აი ამ კაცს კი დიდი ოჯახი ჰყავს, 6 შვილი დედასთან ერთად მივიდა მამასთან შესვენების დროს.


ფოტოზე ნაჩვენებია მძლავრი ბორბლებიანი K-700 ტრაქტორი, , რომელიც შეიქმნა სსრკ-ში 1960-იან წლებში და რომელიც გახდა საბჭოთა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სიმბოლო. იგი შექმნილია ყველაზე რთული სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად.

image

კოლგოტებს კემსავს. ნოვოკუზნეცკი, 1983 წელი-ფოტოზე ასახულია სადა გარემო. საბჭოთა ხალხის უმეტესობა სწორედ ასე მოწყობილ სახლში ცხოვრობდა.

image

წინა ნაწილების სანახავად მიყევით <ამ ბმულს>

0
31
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0