პოლიტიკა "ყველანი ბატონის ფეხებთან გართხმული ნაზად დაიწყებენ კუდის ქიცინს"-ტრამპმა პუტინის სიტყვები გააზიარა დღეს, 13:47 ![]() არავის ეპარება ეჭვი, რომ ამერიკელი ლიდერი ვლადიმერ პუტინს ტელეფონითაც ესაუბრება და ყურადღებითაც უსმენს. მაგრამ მთელი დასავლური აუდიტორიის ყურადღების მიქცევა რუსეთის ლიდერის განცხადებაზე, რისთვისაც დასავლეთი ზედიზედ სამი წელია ცდილობს რუსეთი „ჩამოაჭრას დანარჩენ სამყაროს“ – ეს უკვე მეტისმეტია! მაინც რა გააკეთა ტრამპმა? მან უბრალოდ გამოაქვეყნა თავის გვერდზე სტატიის ბმული პოპულარული ამერიკული გამოცემა NBC-დან, რომელიც პუტინის სიტყვებს ციტირებს: "გარწმუნებთ, ტრამპი, თავისი ხასიათით, თავისი ჟინით, საკმაოდ სწრაფად აღადგენს წესრიგს იქ (ევროპაში ). და ყველა ნახავთ, ეს მალე მოხდება, - ყველა ბატონის ფეხებთან გართხმული ნაზად დაიწყებენ კუდის ქიცინს. ყველაფერი თავის ადგილზე დადგება." ამ სიტყვებით ვლადიმერ პუტინმა მიანიშნა ევროპის პოლიტიკურ წრეებში არსებულ უკმაყოფილებაზე, თეთრი სახლის ახალი პატრონის მკაცრი გადაწყვეტილებების გამო. კერძოდ, ევროპული ელიტა უკიდურესად შეშფოთებულია ტრამპის კატეგორიული განცხადებებით პანამის არხთან დაკავშირებით, ასევ მისი პრეტენზიებით გრენლანდიასთან და რაც მთავარია, მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა აშშ-ს მუქარას ძველი სამყაროდან ყველა საქონელზე 25%-იანი ტარიფის შემოღებაზე. 110 3-ს მოსწონს
|