x
მეტი
  • 14.02.2025
  • სტატია:140199
  • ვიდეო:351932
  • სურათი:513162
მამაკაცი უსახლკაროებისთვის პატარა სახლებს აგებს
image

ელვის სამერსმა თავისი პროექტი 2015 წელს დაიწყო, მას შემდეგ, როდესაც შეხვდა უსახლკარო ქალს, სახელად სმოკის, რომელსაც ქუჩაში მისი ფანჯრების ქვეშ ეძინა. დღეისთვის საერთო ჯამში, კაცმა უკვე ასამდე პატარა სახლი ააშენა.


47 წლის ელვის სამერსმა, კალიფორნიიდან, თავისი ცხოვრება მიუძღვნა პატარა სახლების აშენებას, რათა ხალხს დაეხმაროს, ქუჩაში აღარ ეძინოთ. ერთი პროექტის დასრულებას ის ორიოდე კვირას ანდომებს, ხოლო თითოეული სახლის ღირებულება 7000-დან 15000 დოლარამდე მერყეობს.

"დაფინანსება მთლიანად შემოწირულობებიდან მოდის"- განაცხადა სამერსმა.


ელვისმა თავისი პროექტი 2015 წელს დაიწყო მას შემდეგ, რაც შეხვდა უსახლკარო ქალს, სახელად სმოკის, რომელიც მისი სახლის წინ ქუჩაში ათევდა ღამეს.

მამაკაცმა გადაწყვიტა მისთვის პატარა თავშესაფარი აეშენებინა, რომელიც მხოლოდ 500 დოლარი დაუჯდა, მან დაინახა, თ რამხელა სხვაობა მოახდინა ქალის ცხოვრებაში ამ სიკეთემ და გადაწყვიტა განეგრძო პატარა სახლების მშენებლობა. დღეს მან უკვე ასობით ასეთი სახლი ააგო.

image

პაწია სახლებში არის სამზარეულო, საძინებელი, აბაზანა და ელექტროენერგია, რაც უზრუნველყოფდა უსაფრთხოებასა და კომფორტს მათთვის, ვისაც ადრე ქუჩაში ეძინა. თუმცა, 2023 წელს ლოს-ანჯელესის ხელისუფლებამ სახლების კონფისკაცია მოახდინა პოტენციური საფრთხის მოტივით.

image

ამის შემდეგ პრობლემები რომ არ შექმნოდათ, ელვისი ამჟამად აშენებს როგორც სრულ ზომის სახლებს, ასევე გადაუდებელ თავშესაფრებს წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე.

image

მიუხედავად პროექტის წარმატებისა, მასალების მზარდი ღირებულება ართულებს მის განხორციელებას. სამერსი აგრძელებს მუშაობას, მაგრამ ოცნებობს მომავალში მხოლოდ ამ საქმით დაკავდეს.

image

ელვის სამერსი მოუწოდებს ხალხს, შეუერთდნენ პროექტს, რადგან მიაჩნია, რომ უსახლკარობის პრობლემის მოგვარება კოლექტიური მიდგომას მოითხოვს.


image

"გაჭირვებულთა რიცხვი წარმოუდგენელი ტემპით იზრდება. მილიონობით დოლარი და დიდი გუნდიც რომ მყავდეს, ჩვენ მაინც ვერ აუვალთ ამ საქმეს", - ამბობს ელვისი.

image

0
56
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0