სხვა ალბათ, არ გსმენიათ ამ იშვიათი სურათების შესახებ უცნაური ისტორიებით 9 თებერვალი, 13:09 ![]() გრანტ ვუდის „ამერიკულ გოთიკაში“ გამოსახული ორი ადამიანი რეალურად არსებობს და ისინი ასე გამოიყურებოდნენ. ეს არის სტივენ ბიბროვსკი, სხვაგვარად ცნობილი როგორც ლაიონელ ლომისსახიანი კაცი. სტივენს ჰქონდა მდგომარეობა, რომელიც ცნობილია როგორც ჰიპერტრიქოზი, რამაც გამოიწვია მისი თმის ზრდა რვა სანტიმეტრამდე მთელ სხეულზე, მ.შ. სახეზეც. ეს არის კონრად ვეიდი, ადამიანი, რომელმაც შეასრულა როლი 1928 წლის ფილმიდან "კაცი, რომელიც იცინის", საიდანაც შთაგონებული იყო ჯოკერის, საკულტო ბოროტმოქმედის სახე. ეს არის სელმა ბურკი, ქალი, რომელმაც შექმნა ფრანკლინ რუზველტის პორტრეტი, რომელიც დღემდე გამოსახულია აშშ-ის ათცენტიან მონეტაზე. ეს არის ჯონ სმიტი, ჩიპევას ტომიდან კაცი, რომელიც გარდაცვალების დროს 132 წლის იყო. ეს არის რალფ ლინკოლნი, აბრაამ ლინკოლნის მე-11 თაობის ბიძაშვილი. ეს არის გამომგონებელი და პარაშუტის პიონერი ფრანც რაიხელტი თავისი ხელნაკეთი პარაშუტის კოსტიუმით, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ გადარჩებოდა, თუ ეიფელის კოშკიდან გადმოხტებოდა. პარაშუტის ტესტირებას დაიღუპა 1912 წლის 4 თებერვალს. ეს გახლავთ ჟაკ პლანტე, რომელიც 1959 წელს გახდა პირველი მეკარე, რომელმაც დამცავი ნიღაბი გამოიყენა. 1964 წელს, რენდი გარდნერმა, რომელიც აქ არის გამოსახული, დაამყარა მსოფლიო რეკორდი. მან ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში გაძლო ძილის გარეშე, 264 საათი. ეს არის მორის ტილე, მოჭიდავე, რომლის გარეგნობასაც, როგორც ამბობენ, საყვარელი პერსონაჟი შრეკი ეფუძნება. 1907 წელს მსოფლიო დონის მოცურავე, ანეტ კელერმანი დააპატიმრეს უხამსობის გამო, მას შემდეგ, რაც მას მსგავსი საცურაო კოსტუმი ეცვა მასაჩუსეტსის რევერ ბიჩზე. ეს არის რუმეისა გელგი, მსოფლიოში ყველაზე მაღალი ქალი. ეს ვალენტინ ტეპლია 1896 წელს, ადამიანი, რომელმაც 1860 წელს პირობა დადო, რომ აღარასოდეს მოიჭრიდა წვერს, თუ აბრაამ ლინკოლნს პრეზიდენტად აირჩევდნენ. ეს არის ჰემი შიმპანზე, პირველი მაიმუნი, რომელიც კოსმოსში გაფრინდა. ესენი არიან შარლოტა და მარჯორი კოლიერები, დედა-შვილი, რომლებიც გადაურჩნენ ტიტანიკის კატასტროფას 1912 წელს. ეს არის ჩანდრა ბაჰადური, ყველაზე დაბალი ადამიანი ისტორიაში. ეს კი თომას ვედერსის ცვილის ქანდაკებაა, კაცის, რომლის 7, 5 დიუმიანი ცხვირი, როგორც ჩანს, ყველაზე დიდი ცხვირი აღმოჩნდა კაცობრიობის ისტორიაში. ეს არის ემა ლილიან ტოდი, პირველი ქალი, რომელმაც შექმნა აეროპლანი. ეს ლონი ჯონსონია, 1989 წ. წყლის თოფის (Super Soaker-ის) გამომგონებელი, რომელიც ტკბება თავისი გამოგონებით. ეს მერი ენ ბევანია, ქვრივი, რომელსაც 1920 წელს მიენიჭა "მსოფლიოს ყველაზე მახინჯი ქალის" წოდება. ქმრის გარდაცვალების და იშვიათი დაავადების დიაგნოზის შემდეგ, მერი ენი შეუერთდა ცირკის შოუებს, რათა დახმარებოდა შვილებს. ამ კაცს, პოლ კარასონს, კანი სამუდამოდ გაულურჯდა მას შემდეგ, რაც წლების განმავლობაში კოლოიდური ვერცხლის მიღებას მიჰყო ხელი. ის ამტკიცებდა, რომ განიკურნა ჯანმრთელობის მრავალი პრობლემისგან, მათ შორის ართრიტისგან. ეს არის რობერტ უოდლოუ, ყველაზე მაღალი ადამიანი, რომელსაც ოდესმე უცხოვრია. სიკვდილამდე ის 8 ფუტის და 11 დიუიმის სიმაღლის იყო. ეს არის ჩარლზ პონზი, სამარცხვინო თაღლითური სქემებით ცნობილი, რომლის სქემებმაც მისი სახელი მიიღო. ამ სქემის ორგანიზატორები ხშირად გპირდებიან, რომ ჩადებენ თქვენს ფულს და გამოიმუშავებენ მაღალ შემოსავალს მცირე რისკის გარეშე. მაგრამ თავად თაღლითები ფულს არ აბანდებენ. სტანდარტული სქემა არის ე.წ. პირამიდის სქემა, რომელშიც ოპერატორი ინვესტიციებზე ანაზღაურებას იხდის ახალი ინვესტორებისგან მიღებული კაპიტალიდან და არა ლეგიტიმური საინვესტიციო მოგებიდან. სქემის ოპერატორები იზიდავენ ახალ ინვესტორებს არანორმალურად მაღალი მოკლევადიანი მოგებით. ეს სურათი, რომელიც გადაიღო რობერტ კორნელიუსმა 1839 წელს, ზოგადად მიჩნეულია, როგორც პირველი "სელფი". 1909 წელს იკარუსი (მარჯვნივ) გაემგზავრა მოკლე ფრენაზე ჯონ მურ-ბრაბაზონთან ერთად და შეუძლებელი შესაძლებელი გახადა, კერძოდ ღორების ფრენა. ეს არის სამოქალაქო ომის ვეტერანი ჯეიკობ მილერი, კაცი, რომელსაც ესროლეს თვალებს შორის, რის შემდგომ იცოცხლა კიდევ 17 წელი. ეს ჯეკ ბაბუინია, სამხრეთ აფრიკელი პრიმატი, რომელიც მუშაობდა მეგზურად რკინიგზის სადგურზე 1800-იან წლებში. რკინიგზაზე მუშაობის თითქმის ათწლეულის მანძილზე ჯეკს არც ერთი შეცდომა არ დაუშვია. ეს 107 წლის სამოქალაქო ომის ვეტერანის, ბილ ლანდის ფოტოა, რომელიც პოზირებს მოიერიშე თვითმფრინავთან 1955 წელს: ასე გამოიყურებოდა საფრანგეთის სანაპირო 1925 წელს. ეს არის დინასფერო, გიგანტური ბორბლიანი მანქანა, რომელიც გამოიგონა დოქტორმა პურვესმა და რომელსაც შეუძლია 30 მილს მიაღწიოს საათში. ეს ანა მ. ჯარვისია, დედის დღის დამაარსებელი, რომელიც მოგვიანებით ჯავრობდა ამის გამო. მიზეზი იყო მძვინვარე „კომერციალიზაცია“, რომელიც ანადგურებდა ერთ დროს განსაკუთრებულ დღეს: ეს კი არის Peel 50, რომელიც შექმნილია სირილ კანელის მიერ, ყველაზე პატარა მანქანა, რაც კი ოდესმე წარმოებულა. ეს არის ასტრონავტი ჯოზეფ ალენ IV, რომელიც სატელიტზე მოვლა-პატრონობას ახორციელებს კოსმოსის ცივ, ბნელ სიცარიელეში. ეს "მსუქანი მამაკაცების კლუბის" ნიუ-იორკის შეხვედრის სურათია, დაახლოებით 1930 წელს გადაღებული. ეს კი კოსმეტოლოგი მაქს ფაქტორია თავისი გამოგონებით - სილამაზის კალიბრატორით, მოწყობილობით, რომელიც შექმნა იმის განსასაზღვრად, თუ ქალის სახის რომელ ნაწილებს სჭირდება მეტ-ნაკლებად მაკიაჟი. 130 შეფასება არ არის
|