x
image
მანანა თურმანიძე
თირკმელების დაავადების 10 ნიშანი
image

თუ თქვენს თირკმელებს საფრთხე ემუქრება, სხეული აჩვენებს შემდეგ 10 ნიშანს:


  • ნაკლები ენერგია ან კონცენტრაციის პრობლემა

თირკმლის ფუნქციის მძიმე დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ტოქსინების და მინარევების დაგროვება, რამაც თავის მხრივ შესაძლოა ადამიანის დაღლილობის ან სისუსტის შეგრძნება და კონცენტრაციის გაძნელება გამოიწვიოს. თირკმლის დაავადების კიდევ ერთი გართულებაა ანემია, რაც იწვევს სისუსტეს და დაღლილობას.


  • უძილობა

როდესაც თირკმელები სათანადოდ არ იფილტრება, ტოქსინები რჩება სისხლში, ნაცვლად იმისა, რომ დატოვონ ორგანიზმი შარდის მეშვეობით. ამას შეიძლება მოჰყვეს ძილის გართულება. ასევე არსებობს კავშირი სიმსუქნესა და თირკმელების ქრონიკულ დაავადებას შორის და ძილის აპნოე უფრო ხშირია თირკმელების დაავადების მქონე ადამიანებში, ვიდრე ზოგადად პოპულაციაში.


  • კანის სიმშრალე და ქავილი


ჯანსაღი თირკმელები ბევრ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ. ისინი აშორებენ ნარჩენებს და ჭარბ სითხეს თქვენი ორგანიზმიდან, ხელს უწყობენ სისხლის წითელი უჯრედების გამომუშავებას, ძვლების სიძლიერის შენარჩუნებას და სისხლში მინერალების სწორი რაოდენობის შენარჩუნებას. კანის სიმშრალე და ქავილი შეიძლება იყოს მინერალური და ძვლოვანი დაავადების ნიშანი, რომელიც ხშირად თან ახლავს თირკმელების გახანგრძლივებულ დაავადებას, ან როდესაც თირკმელები ვეღარ ახერხებენ სისხლში მინერალებისა და საკვები ნივთიერებების სწორი ბალანსის შენარჩუნებას.


  • გახშირებული შარდვა

თუ უფრო ხშირად შარდვის აუცილებლობას გრძნობთ, განსაკუთრებით ღამით, ეს შესაძლოა თირკმელების დაავადების ნიშანი იყოს. როდესაც თირკმელების ფილტრები დაზიანებულია, ამან შეიძლება გამოიწვიოს შარდვის სურვილი. ზოგჯერ ეს ასევე შეიძლება იყოს საშარდე გზების ინფექციის ან გადიდებული პროსტატის ნიშანი მამაკაცებში.


  • სისხლი შარდში

ჯანსაღი თირკმელები, როგორც წესი, ინარჩუნებენ სისხლის უჯრედებს სხეულში, სისხლიდან ნარჩენების გაფილტვრით შარდის შესაქმნელად, მაგრამ როდესაც თირკმლის ფილტრები დაზიანებულია, ამ სისხლის უჯრედებმა შეიძლება დაიწყონ "გაჟონვა" შარდში. თირკმელების დაავადების სიგნალის გარდა, შარდში სისხლი შეიძლება მიუთითებდეს სიმსივნეზე, თირკმლის კენჭებზე ან ინფექციაზე.


  • ქაფიანი შარდი

შარდში ჭარბი ბუშტუკები - განსაკუთრებით თუ საჭიროებს მრავალჯერ ჩარეცხვას, ვიდრე ბუშტუკები გაქრება - მიუთითებს შარდში ცილის შემცველობაზე. ის შეიძლება ჰგავდეს ქაფს, რომელსაც ვხედავთ კვერცხის ათქვეფისას, რადგან შარდში არსებული ჩვეულებრივი ცილა, ალბუმინი, იგივე ცილაა, რომელიც გვხვდება კვერცხში.


  • მუდმივი შეშუპება თვალების ირგვლივ

შარდში ცილა არის ადრეული ნიშანი იმისა, რომ თირკმელების ფილტრები დაზიანებულია, რაც შარდში გაჟონვის საშუალებას აძლევს პროტეინს (ცილას). თვალების ირგვლივ ეს შეშუპება შეიძლება გამოწვეული იყოს თირკმელების მიერ შარდში დიდი რაოდენობით ცილის გამოყოფით, ორგანიზმში მისი შეკავების ნაცვლად.


  • შეშუპებული წვივები და ტერფები

თირკმელების ფუნქციის დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს ნატრიუმის (მარილის) შეკავება, რაც იწვევს ფეხების და ტერფების შეშუპებას. ქვედა კიდურებში შეშუპება ასევე შეიძლება იყოს გულის, ღვიძლის და ქრონიკული ვარიკოზული დაავადებების ნიშანი.


  • ცუდი მადა

ეს ძალიან ზოგადი სიმპტომია, მაგრამ ტოქსინების დაგროვება, რომელიც გამოწვეულია თირკმლის ფუნქციის დაქვეითებით, შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი.


  • კუნთების სპაზმი

ელექტროლიტების დისბალანსი შეიძლება გამოწვეული იყოს თირკმლის ფუნქციის დარღვევით. მაგალითად, კალციუმის დაბალმა დონემ და ცუდად კონტროლირებადმა ფოსფორმა შეიძლება ხელი შეუწყოს კუნთების კრუნჩხვას.



წყარო: dailypositive24.com

ავტორი: კელი ადამსი

0
217
1-ს მოსწონს
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
217
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0