სხვა უკან მომავალში:ტრამპი აკრძალულ პლასტმასის საწრუპებს უკან აბრუნებს გუშინ, 10:55 ![]() რესპუბლიკელმა განაცხადა, რომ დაასრულებს ჯო ბაიდენის "სასაცილო" ბრძანებას, ამ აქსესუარის აკრძალვის შესახებ. მისი თქმით, ქაღალდის ანალოგები არა მხოლოდ მოუხერხებელია, არამედ ნამდვილი კატასტროფაა. ისინი რბილდება და იხსნება სასმელებში, სიამოვნების ნაცვლად, რაღაც გაურკვეველ ნაზავს იღებ. "ვუბრუნდებით პლასტმასს!" - წამოიძახა ტრამპმა. საწრუპების გარშემო სკანდალი რამდენიმე წელია გრძელდება. 2018 წელს McDonald’-ი და Starbucks-ი ეკოლოგების ზეწოლას დაემორჩილნენ, გადაწყვიტეს უარი ეთქვათ პლასტმასის აქსესუარებზე ქაღალდის სასარგებლოდ. კალიფორნია იყო პირველი შტატი, რომელმაც დააწესა შეზღუდვები და სხვებიც მიჰყვნენ. ![]() პრობლემა ის არის, რომ ეს ეკო-ინოვაცია იდეალურისგან შორსაა. BBC- იმ მაკდონალდსის ქაღალდის საწუპები ჯერ კიდევ 2019 წელს გააკრიტიკა, ისინი გადამუშავებას საერთოდ არ ექვემდებარეობოდა. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ხალხი აღშფოთებული იყო: სასმელები უფრო დაშლილი ქაღალდის სველ მასას მოგაგონებდა, ვიდრე გამაგრილებელ გაზიან სასმელს. რესპუბლიკურის ახალი პოლიტიკა ემყარება სამ ძირითად პუნქტს: შეერთებული შტატები უნდა იყოს ყველაზე უსაფრთხო, მდიდარი და თავისუფალი (რა თქმა უნდა, პლასტმასის საწრუპის ჩათვლით). ამისათვის ტრამპი აპირებს გააუქმოს ყველა „გადაჭარბებული“ ეკო-რეგულაცია, გაამარტივოს წიაღისეულის მოპოვება და ბიზნესს ნება დართოს იმაზე, რაც საუკეთესოდ გამოსდით - ფულის გამომუშავება „მწვანე ეკო-ფანატიკოსების“ ჩარევის გარეშე. 143 2-ს მოსწონს
|