საზოგადოება
"გამოგვიცხადა,თქვენს იმედებს ვერ გავამართლებ, მივდივარო"- ვისზე საუბრობს ელისო კილაძე
9 თებერვალი, 15:24

ჟურნალისტი, ელისო კილაძე "დაიტოვეს" გუნდის წევრთან, ნენსი ვოლანდთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს და წერს:
"მე არ ვიცნობ ნენსი ვოლანდს, არაფერი მსმენია მის წარსულზე, არ ვიცი საიდან აღმოჩნდა”დაიტოვეში” და ბრძოლის რა გამოცდილება ჰქონდა აქამდე.
ორი ჩხრეკის მერე გამოგვიცხადა, თქვენს იმედებს ვერ გავამართლებ, მივდივარო.
ბუქნები ნენსის კი არა, ვანო მერაბიშვილს გააკეთებინეს (წესია ჩხრეკისას ასეთი), რეჟიმთან ბრძოლა ლობიოობა არაა და ვინც ამისთვის მზად არაა, ნუ აიღებს თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას!
პოლიტიკოშები რომ არ გინდათ, იმ ხალხმა, პარტიებმა, აქტივმა და წევრებმა უდიდესი წნეხი გადაიტანეს 12 წელი, პირველივე მოსახვევში არ აცურებულან-იცოდეთ
"- ვკითხულობთ ელისო კილაძის პოსტში.
შეგახსენებთ, რომ 1 თებერვალს "დაიტოვეს" გუნდის წევრის, ნენსი ვოლანდის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. ნენსის თქმით, მას სრულად გაშიშვლება მოსთხოვეს, რაც მან მასზე განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ძალადობად შეაფასა. მისივე თქმით, მას ასევე წაართვეს ძვირფასი ნივთები – ბაბუის ნაქონი 60-იანი წლების 2 ძველებური კამერა, რომლითაც ის სახლში კატებს აკვირდებოდა და ტექნიკა: ტელეფონი და კომპიუტერი, რაც მას სამუშაოდ სჭირდებოდა. მისივე თქმით, პოლიციელებმა აიძულეს ბუქნების გაკეთებაც. ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, გაშიშვლების იძულება ღირსების შემლახავი მოპყრობაა და წამებას უტოლდება.