საზოგადოება
"გინდ დაიჯერეთ, გინდ არა…" - რას წერს ინგა გრიგოლია
11 მარტი, 9:53

ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია საკუთარ დაბადების დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"HELLO 54
ახლა რომ მითხრან რას ისურვებ დაბადების დღისთვისო, მარტო ერთი სურვილი აგისრულდებაო, დაუფიქრებლად ვიტყვი – რეჟიმის ყველა ტყვე, შემდეგ “რეაქციაში“ გათავისუფლებულები, ერთად ვნახო ჩემს სტუდიაში გინდ დაიჯერეთ, გინდ არა (ნება თქვენია), ამ დაბადების დღეზე ეგაა ჩემი ერთადერთი სურვილი, მეტი ვერაფერზე კონცენტრირდება ჩემი ტვინი და გული დანარჩენს ღმერთი ისედაც მომცემს, აქამდეც მისი ნებით მოვედი, ვუყვარვარ."- წერს ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი 8 მარტს 54 წლის შესრულდა.