x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ბიჯოო დარჩა რამე სიგიჟე და სისულელე რაც ჯერ კიდე არ გითქვამს?" - ვის მიმართავს გიორგი ფოფხაძე

image


ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე "FARA"-სთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაზე ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მის განცხადებას მორიგ "სიგიჟეს და სისულელეს" უწოდებს:


"ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ფარას კანონში აღსრულების წესები ოცნების გამო შეცვალა


ირაკლი კობახიძე, ბიჯოო დარჩა რამე სიგიჟე და სისულელე რაც ჯერ კიდე არ გითქვამს?"- ვკითხულობთ გიორგი ფოფხაძის პოსტში.


"ამერიკის შეერთებულ შტატებში გაკეთდა განცხადებები FARA-ს შერბილების თაობაზე. აქ მეორე, რაც ემატება ამ ყველაფერს, ევროკავშირს უნდოდა მსგავსი კანონის მიღება და მათ პირდაპირ, ოფიციალურად განაცხადეს, რომ საქართველოში ანალოგიური კანონის მიღების გამო ვეღარ იღებენ ევროკავშირში ამ კანონს იმიტომ, რომ მაშინ მორალური უფლება აღარ ექნებოდათ, საქართველო გაეკრიტიკებინათ იგივე კანონის მიღებისთვის. ახლა უცნაურად დაემთხვა ჩვენი განცხადება ამერიკის შეერთებულ შტატებში FARA-ს კანონის შერბილებას. აქ შეიძლება ერიოს Deep State-ის ხელი. ამას მომავალი გვიჩვენებს." განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, "FARA"-ს აღრულება იზღუდება.






0
152
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
152