x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"შალალო ფორმაშია!"-გელა ზედელაშვილი

image

"შალალო ფორმაშია!
????
ერთი ამასღა ჰქონდა სურათი გადასაღები ულისონა პაპასთან და ამანაც გადაიღო. თან ჩაუტანა ცხელ-ცხელი ამბები საქართველოდან, ეჭორავა ბიძინა ივანიშვილზე - სთხოვა, ემუდარა, დროზე დაასანქცირეთ, არ დაინდოთ, მისი ოჯახის წევრები და ნათესავ-მეგობრებიც ზედ მიაყოლეთო.
ულისონა პაპამ - ეგრეც ვიზამთ, შენ მაგაზე არ ინერვიულოვო.
შალალომ - ერთი თქვენი იმედიღა დაგვრჩა, ერთი თქვენღა იბრძვით ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ, თორემ ხომ ხედავთ, ტრამპი რას შვრებაო!
ულისონა პაპამ - ამ წუთას გამოვედი ტრამპის კაბინეტიდან, მთელი ღამე ერთად გავატარეთ, საქართველოს საკითხებზე ვბჭობდით, მინდა იცოდეს ქართველმა ხალხმა, რომ დონალდს გაყალბებები არ უყვარსო.
შალალომ - როგორც გრიშა გეგელიამ მოგახსენათ, თქვენ ქართველი ხალხის ღმერთი ხართ, ნება გვიბოძეთ, წმინდანად შეგრაცხოთო!
ულისონა პაპამ - ჰო, მაგრამ წნინდანად რო შემრაცხავთ, ეკლესია-მონასტრებში როგორ მომიხსენიებთო?
შალალომ - როგორც წმ. ულისონ მართალსო... უფრო სწორად, წმ. ულისონ მმუსვრელსო!
ულისონა პაპამ - ჰო, მეორე ვერსია უფრო მხიბლავს, მე ხომ ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მმუსვრელი ვარო?
შალალომ - დიახ, ჩვენო სუყველაყავ, სწორედაც რომ ეგრეა, ნება მიბოძეთ, მადლიერების ნიშნად მუხლებზე გემთხვიოთო.
ულისონა პაპამ - ეხლა არა, ხაზარაძემ, ორმა ჯაფარიძემ, ჭიჭემ, გეგელიამ და სხვებმა იმდენი მკოცნეს მუხლებზე, უკვე გადატყავებული მაქვსო.
????
როგორც სურათზე ხედავთ, შალალო კმაყოფილებას ვერ მალავს... პრინციპში, რა აქვს დასამალი?"-წერს სოციალურ ქსელში გელა ზედელაშვილი.
0
30
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0