x
image
L.C.
რა სურთ ქალებს?
imageმარადიული კითხვა, რომელსაც ფროიდმაც კი ვერ გასცა პასუხი.ალბათ ამ თემაზე ძალიან ბევრი იწერება და ათასნაირი სხვადასხვა მოსაზრება არსებობს, მაგრამ ჭეშმარიტების დადგენა ჯერ ვერ მოხერხდა.არ მინდა ყველა ქალის სახელით ვილაპარაკო, მაგრამ ვეცდები უბრალოდ ჩემი პასუხიც შემოგთავაზოთ და ალბათ ზოგი დამეთანხმება კიდეც.

მე ვარ ქალი და მინდა გვერდით მყავდეს მამაკაცი, რომელსაც ვეყვარები ამქვეყნად ყველაზე მეტად, დამაფასებს და არასდროს მატკენს გულს, გამიგებს ყველაფერში და იქნება ის, ვისი იმედიც ყოველთვის მექნება ყველაფერში.მინდა გამიფრთხილდეს, ცოტათი გამანებივროს და ზრუნავდეს ჩემზე.მინდა მთელი სიცოცხლე მეც მიყვარდეს ეს ადამიანი, მეც იგივეთი ვპასუხობდე და ვაკეთებდე ყველაფერს მისი ბედნიერებისთვის.

მინდა მყავდეს მეგობრები, ბევრი არა, ცოტა, მაგრამ ნამდვილი, რომლებიც მიმიღებენ და ვეყვარები ისეთი, როგორიც ვარ.მინდა მათთან დღესასწაულებზე მივდიოდე სტუმრად ჩემი ოჯახით, მერე ისინი მოდიოდნენ ჩვენთან.მინდა მოვნათლო მათი შვილები ან ჩემებიც მოვანათლინო.მიხაროდეს მათი წარმატებები და ვგულშემატკივრობდე ყველაფერში.

ბევრი ფული სულაც არ მინდა, უბარლოდ იმდენი, რომ ზოგჯერ შემეძლოს საკუთარი თავის და საყვარელი ადამიანების განებივრება.


მინდა ვაკეთებდე საყვარელ საქმეს, შეიძლება უბრალოს, მაგრამ ისეთს, რაც სიამოვნებას მომანიჭებს და რის გაკეთებაზეც არასდროს ვიტყვი "აღარ შემიძლია".მინდა ვიღლებოდე, ზოგჯერ რაღაც არ გამომდიოდეს, მაგრამ არ ვნებდებოდე და მქონდეს მიზანი.

მინდა ხშირად ვამბობდე სიტყვას "მიყვარხარ" და მთელი გულით ვგრძნობდე მის აზრს.

ძალიან უბრალოდ რომ ვთქვა, მე ვარ ქალი და...მინდა ვიყო ბედნიერი...


(ეს ჩემი ბედნიერებაა და მე იგი ასეთად წარმომიდგენია, თუმცა მერწმუნეთ, ყველა ქალს სურს თავისებურად ბედნიერი იყოს და მგონი ეს სტატია მხოლოდ ქალებზე არც გამომივიდა, ალბათ ამაში მამაკაცებიც დაგვეთანხმებიან)

8
248
8-ს მოსწონს
ავტორი:L.C.
L.C.
248
  
2012, 27 ნოემბერი, 22:55
უფრო უპრიანი იქნებოდა აი სურთ გონიერ ადამიანებს :)
2012, 28 ოქტომბერი, 20:13
+++++++++
2012, 27 ოქტომბერი, 16:48
like
2012, 27 ოქტომბერი, 0:25
++++++++
2012, 27 ოქტომბერი, 0:20
++++++++++++++
2012, 27 ოქტომბერი, 0:15
მადლობა:))
2012, 27 ოქტომბერი, 0:14
+100
ყველა ადამიანს სურს ბედნიერი იყოს.
2012, 27 ოქტომბერი, 0:14
მომეწონა შენი ბედნიერების სურათი :)
0 1 8