საბუნებისმეტყველო მშვიდობიანი, თანასწორი, კერძო საკუთრების არმქონე არსებები, რომლებიც მარქსის მიერ აღწერილ კომუნიზმში ცხოვრობენ... 7 თებერვალი, 18:55 დელფინები უმაღლესი რანგის არსებები არიან და როცა ვინმე ამბობს, მოაზროვნეები თუ არიან, ჩვენსავით ცივილიზაცია რატომ ვერ შექმნესო, რად უნდოდათ? ცხოვრობენ ნამდვილ და რეალურ კომუნიზმში, ამქვეყნიურ სამოთხეში ანუ....
![]() მათ წინაშე მთელი ოკეანეა, სადაც მტრები არ ჰყავთ იმის გამო, რომ სხვა არსებებზე გაცილებით ჭკვიანები არიან. ფარფლის გაწვდენაზე აქვთ მრავალფეროვანი საკვები, არც გადასახადებით არიან დაკაბალებული, არც ხელფასი სჭირდებათ! ცეკვავენ, მღერიან, ლაპარაკობენ, (თუ ჩვენი ენა არ იციან, არც ჩვენ ვიცით მათი ენა, გარდა იმისა, რომ ექოლოკაცია აღმოვუჩინეთ), არანაირი საზღვრები და ვიზალიბერალიზაცია არ სჭირდებათ, რომ სადაც უნდათ, იქ გადაადგილდნენ, კილომეტრობით დაცურავენ, დახტუნავენ მზის სხივებთან სათამაშოდ... თავიანთ სახლს/ სამშობლოს არ ანაგვიანებენ და პლანეტარულ საფრთხეს არ უქმნიან. ბუნების კანონები განსაკუთრებული განათლების გარეშე იციან... რა ჭამონ, რა არ ჭამონ, ამის გასარკვევად მენდელეევის პერიოდული სისტემა არაფერში სჭირდებათ...რა დროს რომელ დონეზე და რომელ არეალში იცურონ, ამის გასაგებად დიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიც არ დასჭირვებიათ.
არც ბიბლია სჭირდებათ, რომ ღმერთის არსებობა იწამონ... ერთმანეთს იცავენ, რადგან ერთმანეთის მიმართ უზარმაზარი პასუხისმგებლობა აქვთ. არც დანგრეული ოჯახები აქვთ ჩვენსავით, ერთმანეთი უყვართ. ერთმანეთს არ ატყუებენ, არ კლავენ, არ ძარცვავენ, არ სძალავენ... არ ეაფერისტებიან...
არანაირი იერარქია... არაფერს და არავის იმონებენ, არაფერსა და არავისზე ძალადობენ... ნამდვილი თავისუფლება ზუსტად დელფინებს აქვთ, თუ ისევ ჩვენ არ გადაგვაწყდნენ და დავიმონეთ!
![]() ღმერთი რომ სიყვარულია, მგონი, დელფინებს აქვთ ჩვენზე გაცილებით უკეთ გააზრებული! განა ეს მათი ცივილიზაცია არ არის? მაინცა და მაინც კოსმოსური ხომალდის აგება და რობოტი დელფინების შექმნაა ცივილიზაცია? ჩახედეთ დელფინებს თვალებში და მიხვდებით, როგორი ბედნიერები არიან!
და ჩვენ?
46 3-ს მოსწონს
|