სხვა უცნაური ფაქტები, რომელიც მხოლოდ ერთხელ მოხდა გუშინ, 12:51 ლეგენდის თანახმად, მას შემდეგ რაც დელფოს ორაკულმა სოკრატე «ათენის ყველაზე ბრძენ ადამიანად» დაასახელა, ფილოსოფოსი დაფიქრდა და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ რეალურად, მისი ჩათვლით, არავინ არაფერი იცის, ხოლო «მისი სიბრძნე» — სხვა არაფერია, თუ არა, ამ ფაქტის შეცნობის უნარი. «მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი ვიცი» — აღნიშნა სოკრატემ... და ასე დაიბადა ეს ცნობილი ფრაზა. ინგლისის მეფემ ედუარდ IV 1461 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტისგან, 384 დოლარის ეკვივალენტი თანხა ისესხა. შემდეგ, 160 დოლარი უკან დააბრუნა. ხოლო, 224 დოლარი სამეფო კარს აღარ დაუბრუნებია, ის უბრალოდ, დაავიწყდათ... 1996 წლამდე. ვალი თანამედროვე ფულზე გადაიანგარიშეს და აღმოჩნდა, რომ ის, პროცენტის გათვალისწინებით, 290 მლრდ. დოლარამდე გაიზარდა. ვალის აღმოჩენის შემდეგ, ოქსფორდის უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ, ელისაბედ II ანგარიში წარუდგინა და ფულის დაბრუნება მოსთხოვა. მაგრამ, რადგან თანხა ყველა გონივრულ ზღვარს აჭარბებდა, დათმობაზე წავიდნენ და ვალი, 9 მლნ. დოლარამდე შეამცირეს, რომელიც სახელმწიფომ უნივერსიტეტს გადაუხადა. 2013 წელს მილანის სასამართლომ უსახლკარო მამაკაცს შინაპატიმრობა მიუსაჯა. ყოველ საღამოს, პოლიცია მის საძილე ტომარასთან მიდიოდა, რათა შეემოწმებინა, ადგილზე იყო თუ არა დაკავებული? 1911 წელს რიგბის ოჯახმა თავისი კატა ტომი, ინგლისის მოსახლეობის ოფიციალურ აღწერაში შეიყვანა. ის შეყვანილი იყო, როგორც «თაგვების დამჭერი, დაქორწინებული და 16 შვილის მამა», ხოლო, «ფიზიკური ნაკლის» განყოფილებაში, «მეტყველების უნარის დაკარგვა» იყო მითითებული. ჯონ პოლ სკოტი — ერთადერთი ადამიანი იყო, რომელმაც ყველასთვის ცნობილი ციხიდან — ალკატრასიდან მოახერხა გაქცევა. რეზინის ხელთათმანებიდან მან გასაბერი ხელზე ჩამოსაცმელები გააკეთა და ფორტ პოინტამდე გაცურა. მეორე დღეს, თითქმის გაყინული და გადაღლილი ჯონი მოზარდებმა იპოვეს. გაქცეული მამაკაცი ჯერ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო შემდეგ, ციხეში დააბრუნეს. ჰონდურასს და სალვადორის, ფეხბურთის მატჩის გამო, ერთმანეთთან ექვსდღიანი ომი ჰქონდათ. ბრძოლები 1969 წ. 14 – 18 ივლისს მიმდინარეობდა. კონფლიქტი ჰონდურასის გუნდის წაგების გამო დაიწყო. ხოლო ომს, ფეხბურთის ომი ეწოდა. ერთხელ აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს (1977—1981) ჯიმი კარტერს, ბირთვული თავდასხმის კოდი პიჯაკის ჯიბეში დარჩა, რომელიც ქიმწმენდაში გაგზავნეს. 1916 წელიდან შეერთებულ შტატებში აკრძალულია შენობების ფოსტით გაგზავნა. კანონი იმ შემთხვევის შემდგე გაჩნდა, რაც ბიზნესმენმა უილიამ კოლტჰარპმა ბანკი ააშენა ქ. ვერნალში (იუტას შტატი). მას უნდოდა, შენობა ლამაზი გამოსულიყო და ამიტომ, შენობის აგება ტექსტურული (რელიეფური) აგურით გადაწყვიტა, რომელსაც აღნიშნული ქალაქიდან, 170 კმ-ით დაშორებულ, ქ. სოლტ-ლეიკ-სიტში ამზადებდნენ.
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |