x
image
Yoona
ჟან დანიელ ლორე - მოდის ფოტოგრაფიის კლასიკოსი, ვისზეც ვარსკვლავები გიჟდებიან
image



ფრანგი ფოტოგრაფი ჟან დანიელ ლორე საპატიო ადგილს იკავებს მოდის ფოტოგრაფიის ისეთ ვარსკვლავებს შორის, როგორებიც არიან ჰელმუტ ნიუტონი და გი ბურდენი. იგი სამართლიანად ითვლება მე-20 საუკუნის ფოტოგრაფიის კლასიკად, ამასთან დღემდე გვახარებს თავისი ბრწყინვალე ნამუშევრებით. ლორეს არ ეშინია ექსპერიმენტების - მისი ფოტოები გამოირჩევა არა მხოლოდ უჩვეულო სიუჟეტებით და რაკურსებით, არამედ ფერების მკვეთრი კონტრასტებით, რაც განსაკუთრებით შესამჩნევია სანაპიროს ფოტოებში, რომლებიც მთელ მსოფლიოში ცნობილია.



image



ჟან დანიელ ლორემ ბავშვობაში გაატარა პროვანსში, საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქალაქ მუჟენში. ამ ადგილას არის ყველაფერი ბედნიერებისთვის: ხმელთაშუა ზღვის ულამაზესი სანაპიროები, დიდებული მთები, უსასრულო ვენახები და ღრმა ლურჯი ზღვა. ტყუილად არ აირჩია ეს ადგილი სამუშაოდ პაბლო პიკასომ, რომელიც ლორეს ოჯახთან ახლოს ცხოვრობდა. ჟან დანიელის დედა მეგობრობდა დორა მაართან, ფოტოგრაფთან და მხატვართან, დიდი მხატვრის მუზასთან. ბიჭის მშობლებთან სტუმრად ხშირად მოდიოდნენ შემოქმედებითი ელიტის სხვა წარმომადგენლებიც, რომლებმაც შეიყვარეს ქალაქი რივიერაზე.




image



გასული საუკუნის მრავალი ოსტატისგან განსხვავებით, ლორე არ იყო თვითნასწავლი. გარემოს, რომელშიც გაიზარდა, მისთვის არჩევანი არ დაუტოვებია. სკოლის დამთავრების შემდეგ ხელოვნებისა და ხელოსნობის ეროვნულ უმაღლეს სკოლაში ჩააბარა. განათლების მიღების შემდეგ გაემგზავრა ალჟირში, სადაც საფრანგეთს საომარი მოქმედება ჰქონდა. იქ, საფრთხეებით სავსე უდაბნოში, ახალგაზრდა ფოტოგრაფმა ფასდაუდებელი გამოცდილება შეიძინა სარეპორტაჟო ფოტოგრაფიაში.



image

17 წლის კლაუდია შიფერი (1987)



აფრიკიდან დაბრუნების შემდეგ ჩაერთო მოდის ფოტოგრაფიაში და თანამშრომლობა Vogue-თან, L'Officiel-თან და Ragazza Pop-თან. მას ფოტოსესიებს უკვეთდა Dior, Céline, Cartier, Mauboussin, Lanvin და ყველგან მისი ნამუშევრები უმაღლეს შეფასებას იღებდა.



ლორე კოლეგებისგან იმით განსხვავდება, რომ რამდენიმე წარმატებული კადრისთვის მზადაა ათასობით კილომეტრი გაიაროს. თავისი მოდელებისთვის, რომელთა შორის არიან კლაუდია შიფერი, კარლა ბრუნი, სალმა ჰაიეკი, იზაბელ აჯანი, ყველაზე ეგზოტიკური კუნძულები მოიარა. ჩაატარა ფოტოსესია მავრიკიის, ჯერბას, კი-უესტის, მიკონოსის, პოლინეზიის კუნძულების და კარიბის ზღვის სანაპიროებზე. მოდელები და ცნობილი სახეები გიჟდებიან ლორეზე, რადგან იღებს საოცარ კადრებს და დამღლელ ფოტოსესიებს მარტივ თამაშებად აქცევს.



image

ლუსიენ პელა ფინე, სანი ფონ ფურსტენბერგი და კიმი სმიტი. არდადეგები. ჯერბას კუნძული (1980)



ლორეს ფოტოები არის ცდუნების და უბიწოების, მსუბუქი პროვოკაციის და აკადემიზმის დახვეწილი ნაზავი. უჩვეულო მიდგომის წყალობით ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფოტომხატვრად ითვლება.



image

Dior-ის ფეხსაცმლის რეკლამა, ტუნისი (1980)



image

ფოტოსესია ჟურნალისთვის L'Officiel, პარიზი (2011)



image

ფოტოსესია Christian Dior-თვის, Vogue France, მავრიკიის კუნძული (1996)



image

რეკლამა Dior Rouge. მავრიკიის კუნძული (2009)



image

ფოტოსესია ამერიკული Vogue-თვის, მიკონოსის კუნძული (1975)



image

ფოტოსესია V de V-თვის, სეიშელის კუნძული (1982)



image

Pierre Cardin-ის შლაპა, ჟურნალი Ragazza Pop. რომი (1972)



image

ფოტოსესია L'Officiel-თვის, პარიზი (2011)



image

ფოტონამუშევარი „ტუნისის გული“, ჯერბას კუნძული (1995)



image

რეკლამა V de V (1985)



image

რეკლამა V de V, ფლორიდა, კი-უესტის კუნძული (1986)




ასევე დაგაინტერესებთ:

70-იანი წლების კლასიკური ჰოლივუდის ხატები ფოტოგრაფ სტივ შაპიროს ობიექტივში

მსოფლიოში ცნობილი 10 ფოტოგრაფი - პორტრეტისტი

ფოტოგრაფ ბეტ მუნის „ალმასის ღამეები“ - ძველი ხეები ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ

ბუნების დასაცავად – ცნობილები შიშველ ფოტოსესიაში ზღვის ბინადრებთან ერთად

მარტო ბუნებასთან: 15 შთამბეჭდავი პეიზაჟი ფოტომხატვარ ბენჯამინ ევერეტისგან



0
198
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
198