x
მეტი
  • 11.02.2025
  • სტატია:140114
  • ვიდეო:351930
  • სურათი:513118
20 საინტერესო ფაქტი ფილმის „მაკულატურა“ შესახებ, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ
image



როგორც ჩანს, ფილმის „მაკულატურა“ შესახებ ყველაფერი ვიცით. ახალგაზრდა რეჟისორის კვენტინ ტარანტინოს მეორე ფილმმა ფაქტობრივად თავდაყირა დააყენა კინემატოგრაფია და მთელი მსოფლიო აალაპარაკა. აქ არის 20 საოცარი ფაქტი ამ ფილმის შესახებ, რომელიც აუცილებლად გაგაოცებთ.



1. საერთაშორისო პრემიერა უფრო ადრე, ვიდრე აშშ-ში

„მაკულატურა“ პირველად გამოჩნდა კანის კინოფესტივალზე 1994 წლის მაისში. ამერიკაში ჩვენებამდე ფილმი აჩვენეს სამხრეთ კორეაში, იაპონიასა და სლოვაკეთში. აშშ-ში მხოლოდ იმავე წლის ოქტომბერში გამოვიდა.



image



2. ხელიდან გაშვებული სიმღერა


კვენტინ ტარანტინოს სურდა გამოეყენებინა ჯგუფის The Knack სიმღერა „My Sharona” წამების სცენაში, მაგრამ უფლებები უკვე გაყიდული იყო ფილმისთვის „რეალობა იკბინება“.



3. “ჰანი ბანი“ კურდღლის პატივსაცემად

ამანდა პლამერის პერსონაჟს ეწოდა სახელი ლინდა ჩენის კურდღლის პატივსაცემად. ლინდი ჩენმა ტარანტინოს ხელით ნაწერი სცენარი გადაბეჭდა.



image



4. ბიბლიური ლექსი

ჯულსის ცნობილი გამოსვლა, ძირითადად, არის ტარანტინოს და სამუელ ლ. ჯექსონის შეთხზული. ეზეკიელი 25:17-ის ორიგინალური ტექსტიდან მხოლოდ ორი სტრიქონია დატოვებული.



5. F-ზე დაწყებული სიტყვის ხშირი გამოყენება

ფილმში ის 265-ჯერ გაისმის - 4-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ფილმში „ცოფიანი ძაღლები“.



image



6. “ცუდი ბიჭის საფულე“

ჯულსის საფულე ტარანტინოს ეკუთვნოდა. მასში არის მითითება სიმღერაზე Shaft. მოგვიანებით ჯექსონმა ითამაშა ფილმში შაფტის შესახებ.



7. ფილმის ბიუჯეტი

ჯამში დაიხარჯა 8, 5 მლნ დოლარი, საიდანაც 5 მლნ დოლარი მსახიობების ჰონორარზე გადავიდა. ფილმმა პირველ შაბათ-კვირას შეაგროვა 9, 3 მლნ დოლარი და 100 მლნ დოლარი 178 დღეში.



image



8.ჯულსის პარიკი

თავდაპირველად მის პერსონაჟს აფრო ვარცხნილობა უნდა ჰქონოდა, მაგრამ ტარანტინოს და ჯექსონს მოეწონათ შემთხვევით შეძენილი პარიკი „ჯერი-კერლი“.



9. ვინსენტ ვეგას ალტერნატივა

ვინსენტის როლი დაიწერა მაიკლ მედსენისთვის, მაგრამ მან უარი თქვა მონაწილეობაზე სცენარის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე.



10. ბუჩის მანქანა

ბუჩის მანქანა Honda Civic ასევე ჩნდება ფილმებში „ჯეკი ბრაუნი“ და „მოკალი ბილი 2“.



image



11. კავშირი ფილმთან „ჯანგო გათავისუფლებული“

კაპიტანი კუნსი, რომელსაც კრისტოფერ უოკენი ასრულებს, ითვლება, რომ ჯანგოს პერსონაჟის შთამომავალია.



12. მიბაძვა „ფსიქოზე“

სცენა, სადაც მარსელუსი ამჩნევს ბუჩს გზაზე, იმეორებს მომენტს „ფსიქოდან“ (1960).



image



13. რობერტ როდრიგესი გადასაღებ მოედანზე

მან გადაიღო სცენები, სადაც ტარანტინო ჯიმის როლს ასრულებს.



14. მოპარული კაბრიოლეტი

Chevelle Malibu, რომელსაც ვინსენტი ატარებს, ტარანტინოს ეკუთვნოდა. მანქანა გადაღების დროს მოიპარეს და მხოლოდ 20 წლის შემდეგ იპოვეს.



15. ინექციის სცენის საპირისპირო მონტაჟი

სცენაში ადრენალინის ნემსი სინამდვილეში ჩასმულია უმა თურმანის მკერდში და შემდეგ ამოღებულია. ყველაფერი საპირისპირო თანმიმდევრობით იყო ნაჩვენები.



image



16. ბრიუს უილისის გადაღებები

ფილმზე მხოლოდ 18 დღე იმუშავა.



17. ფილმის ქრონოლოგია

დროში პირველი სცენა არის ჯულსის და ვინსენტის საუბარი მანქანაში, ბოლო კი ბუჩისა და ფაბიენის გასეირნება მოტოციკლით.



image



18. ინტერნეტ რეკლამა

ფილმი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც აქტიურად გამოიყენა ინტერნეტი პოპულარიზაციისთვის და რეკლამისთვის.



19. იარაღი ლომბარდში

თითოეული მათგანი არის მითითება საკულტო ფილმებზე: ჩაქუჩი (პარასკევი, 13), ბეისბოლის ჯოხი (ფართო ნაბიჯით), ბენზოხერხი (ტეხასური ჟლეტა ხერხით), სამურაის ხმალი (შურისძიების მახვილი)



image



20. სამაგიდო თამაშების სიყვარული

ტარანტინო მოყვარული კოლექციონერია. გადასაღებ მოედანზე ტრავოლტას ფილმებთან დაკავშირებული სამაგიდო თამაშების მარათონიც მოაწყო.



ბონუსი. ძვირადღირებული პოსტერები

ორიგინალური პოსტერი უმა თურმანისა და Lucky Strike-ის შეკვრით იშვიათი გახდა ლიცენზირების პრობლემების გამო.



image



ასევე დაგაინტერესებთ:

12 საინტერესო ფაქტი ფილმი „ხანგრძლივი ნიშნობის“ შესახებ

ფილმები, რომლებიც გაიძულებთ ნახვის შემდეგ რამდენიმე წუთი სიჩუმეში განმარტოვდეთ

10 ფილმი ნამდვილ მეცნიერებზე, რომლებმაც სამყარო შეცვალეს

10 ფსიქოლოგიური ფილმი, სადაც ჩაკეტილ სივრცეში ნამდვილი საშინელება ხდება

10+ კინოშედევრი საღამოს საყურებლად, რომლის არჩევანშიც არ შეცდებით

10 ცნობილი რეჟისორის საყვარელი ფილმები, რომელთა ყურებას გვირჩევენ


0
59
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
59