საზოგადოება გენო პეტრიაშვილი არ გაუტაციათ, ის მამამ გაატანა ოსებს ბენზინის სანაცვლოდ დღეს, 18:26 გენო პეტრიაშვილი არავის გაუტაცია, ის მამამ მძევლად თვითონ გაატანა ოსებს, ბენზინის სანაცვლოდ, რადგან ფული არ ჰქონდა - ამის შესახებ წერს ფეისბუქის მომხმარებელი. გენო პეტრიაშვილი სხვადასხვა წლებში"ბევრმა არ იცის.
ბავშვობაში გენო პეტრიაშვილი არავის გაუტაცია, არც ოსებს და არც რუსებს.
მამამისი ბენზინის კონტრაბანდის ბიზნესში იდგა. ოსებს ჩამოჰქონდათ და ეგ ყიდულობდა, მერე კი აქ ყიდდა.
ერთხელაც რომ ჩამოუტანეს, ამას ფული არ ჰქონდა საკმარისი, მაგრამ ბენზინი დაიტოვა და ოსებს ზალოგში შვილი გაატანა, პატარა გენო.
რუსებმა გაიგეს ეს ამბავი, სკანდალი არ აწყობდათ და ბავშვი დააბრუნებინეს.
სულ ესაა მთელი ისტორია და დასამალი არაფერია.
აი ამ ტვირთს ზიდავს გენო მთელი სიცოცხლე და ამ ქეისით აშანტაჟებენ. მით უფრო რომ გენოს უმცროსი ძმაც ძალიან პერსპექტიული სპირტსმენია და ჯერ იუნიორებშია.
თუმცა, მე პირადად სულ იქ მკიდია გენოც, მისი ძმაც და მთელი მისი მოდგმაც მაშინ როცა სახელმწიფო საფრთხეშია.
ამიტომ, ეს ამბავი უნდა გაბაზრდეს, მედიითაც გადაიცეს და ყველას მისი კუთვნილი ადგილი მიეჩინოს. გენოსაც, კარალეთის ფერმის უკან აგროვილ ნეხვში!"
ფეისბუქ პოსტის სქრინიგავრცელებული ცნობებით გენო პეტრიაშვილი რუსეთმა 2005 წლის 19 აგვისტოს გაიტაცა. პეტრიაშვილი მაშინ სულ რაღაც 11 წლის იყო და 3 თვე დაჰყო ტყვეობაში.
ეს არის მისი ტყვეობიდან გათავისუფლების არქივის კადრები:
მოგვიანებით გენო პეტრიაშვილმა სპორტს მიჰყო ხელი და დიდ წარმატებებსაც მიაღწია, გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ასევე ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. ის ამ წარმატებების შემდეგ მალევე მიემხრო რუსული გავლენების "ქართულ ოცნებას" და 2024 წლის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად გახდა პარლამენტარი.
მარჯვნივ გენო პეტრიაშვილი პარლამენტში 03.02.2025 | ფოტო: "ქართული ოცნების" ფეისბუქიდან227 2-ს არ მოსწონს |