პოლიტიკა "ეს ბიჭი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სულელი მილიარდერია, ვინც კი ოდესმე შემხვედრია" 5 თებერვალი, 17:22
ამერიკელ პოლიტიკოსს და საზოგადოებრივ აქტივისტს, ალექსანდრია ოკასიო-კორტესს დასცინეს იმის გამო, რომ მისი მტკიცებით, ილონ მასკი არის ყველაზე „სულელი“ მილიარდერი, რომელიც კი ოდესმე შეხვედრია.მის სიტყვებს ციტირებს Dailymail-ი
მასკი დგას პროგრამა SpaceX-ის მხარდაჭერის უკან, რათა მიიყვანოს ადამიანები მარსზე, დააარსა Tesla, OpenAI და Neurolink და არის ყველაზე მდიდარი ადამიანი მსოფლიოში.
მიღწევების გრძელი სიის მიუხედავად, მემარცხენე ნიუ-იორკელი კონგრესმენი ალექსანდრია ოკასიო-კორტესი ამტკიცებს, რომ ის უტვინოა.
"ეს ბიჭი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სულელი მილიარდერია, ვინც კი ოდესმე შემხვედრია, ან მინახავს ", - წერს 35 წლის პოლიტიკოსი ინსტაგრამზე. ”ეს ბიჭი არის ერთ-ერთი ყველაზე უტვინო და საშიშროება გამოიხატება იმაში, რომ მას გააჩნია ინტელექტისა და გამოცდილების ნაკლებობა, ვგულისხმობ, რომ ეს ბიჭი არის ერთ-ერთი ყველაზე მორალურად დაცლილი, მაგრამ ასევე ყველაზე ნაკლებად გაეგება იმ სისტემების შესახებ, რაც ჩვენ ვიცით.” იგი გულისხმობს ანუ მისი კრიტიკა მიმართულია მასკის დანიშვნაზე, როგორც "მთავრობის ეფექტიანობის სპეციალურ ხელმძღვანელი", მას შემდეგ, რაც მან ახლო მეგობრული ურთიერთობა დაამყარა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან წინა საარჩევნო კამპანიის დროს. ახლა მან მოიპოვა პრეზიდენტის "პირველი მეგობრის" ტიტული და დაიწყო სამთავრობო სტრუქტურების ნგრევა, როგორც სამთავრობო ეფექტიანობის ახალი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. ოკასიო-კორტესის მტკიცების საპირისპიროდ, ბიოგრაფმა უოლტერ აიზექსონმა ადრე დაწერა რომ მასკი, არის "გენიოსი, როდესაც საქმე ეხება მატერიალის თვისებებს [და] ინჟინერიას". თუმცა აღნიშნა, რომ მასკი არც ისე კარგად უმკლავდება„ადამიანურ ემოციებს" და მასკის თანამშრომლები ყოველთვის ადიდებდნენ მის ინტელექტს წლების განმავლობაში და იხსენებდნენ, თუ როგორ მიდიოდა ის დეპარტამენტიდან განყოფილებაში და ეხმარებოდა საინჟინრო პრობლემების სწრაფად გადაჭრაში. 353 2-ს მოსწონს
|