სხვა ყველაზე საინტერესო, ცხოველთა სამყაროდან დღეს, 8:49 ფოსტის მტრედს № 888–ს, რომელსაც სამხედრო ფოსტა, პირველი მსოფლიო ომის დროს გადაჰქონდა, დიდი დამსახურებისთვის, ინგლისის არმიის პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა. ხოლო, სიკვდილის შემდეგ, ის სამხედრო პატივით დაკრძალეს. Elysia chlorotica–ს სახეობის ზღვის ლოქორას, შეგვიძლია «ცოცხალი ფოთლები» ვუწოდოთ, რადგან ის ფოტოსინთეზს მწარმოებელ ქლოროპლასტებს შეიცავს და ფორმითაც ფოთოლს წააგავს. ლოქონი ქლოროპლასტს წყალმცენარეებიდან იღებს, რომლითაც იკვებება. ეს არის ჩვენთვის ცნობილი, ცხოველის ერთადერთი სახეობა, რომელიც ჟანგბადს, მცენარის მსგავსად გამოიმუშავებს. Pseudocerastes urarachnoides სახეობის გველგესლას კუდის წვერი ობობას იმიტაციას წარმოადგენს. როდესაც გველი მიწაზე წევს და კუდს აქეთ–იქით აქნევს, შეუძლებელია კუდი–სატყუარას, ნამდვილი ობობასგან გარჩევა. ასე იზიდავს გველი იმ ფრინველებს, რომლებიც მცირე ზომის მწერებით იკვებებიან. ზღვის ვარსკვლავებს სისხლი არ აქვს. მის ნაცვლად, წყალ-ძარღვოვანი სისტემის მეშვეობით, სხეულში საკვები ნივთიერებები ზღვის წყალს გადააქვს. წყალი, თითქმის, მექანიკურად ცირკულირებს. ამასთან, მას მოძრაობაში, კუნთები და ლიმფური ჯირკვლებიც ეხმარება. ზღვის ვარსკვლავის ორგანიზმი ჯერ კიდევ საიდუმლოდ რჩება და ბიოლოგებს წარმოდგენა არა აქვთ იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. ხელფრთიანები — ერთადერთი ძუძუმწოვრები არიან, რომელსაც ფრენა შეუძლიათ. კოლიბრის სიარული არ შეუძლია... სამაგიეროდ, შეუძლია ზურგის მიმართულებით, ანუ უკუღმა ფრენა. შემთხვევათა, დაახლოებით ნახევარში, პანდა 2 ბელს შობს. მაგრამ, დედა მხოლოდ ერთ შვილზე ზრუნავს, მეორეს კი, სიკვდილისთვის არის განწირული. ამის მიზეზი ის არის, რომ დედა–პანდას საკმარისი რძე არა აქვს, ორივე შვილის გამოსაკვებად. ბამბუკს, რომელსაც გიგანტური პანდები ჭამენ, ძალიან დაბალი კვებითი ღირებულება გააჩნია — ამიტომ, ის ახალშობილებიდან უფრო ძლიერ იტოვებს, რომ ერთი ბელი მაინც გადაარჩინოს. ვარდისფერი ფლამინგოები, ბუნებრივად, ამ ფერისები არ არიან. მათი ბუმბულის «გაფერადების» მიზეზი, წყალმცენარეებში შემავალი კაროტინოიდებია, რომელსაც მათი საკვები – წყალმცენარეები შეიცავს. მამრი პაპუასური პინგვინი, მდედრს ცოლობას, ქვით სთხოვს. არხის სხვა სიახლეები:* დაივიწყეთ იმპლანტანტი და პროთეზი – იაპონიაში წამალი შექმნეს, რომელსაც კბილის ამოყვანა შეუძლია* უცხოპლანეტელების დედამიწაზე გამოჩენის ყველაზე გახმაურებული ფაქტები* საინტერესო ფაქტები ჩვენი სამყაროს შესახებ* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები61 1-ს მოსწონს
|