x
image
Yoona
Mediator image
პრინცი ჩარლზი ფარავს პრინცესა დიანას მკერდს პაპარაცებისგან დასაცავად და სხვა საარქივო ფოტოები
image



წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ ნახოთ ფრედი მერკურის ბავშვობა, კურტ კობეინის სკოლის წლები ან იაპონელი სამურაების ყოველდღიურობა. იშვიათი ისტორიული ფოტოები ზუსტად ამის შესაძლებლობას იძლევა. ეს ფოტოები გასაღებია, რომელიც წარსულის კარს აღებს. ისინი საშუალებას გვაძლევს განსხვავებულად შევხედოთ ადამიანებს, რომლებიც ოდესღაც ჩვენი თანამედროვეები იყვნენ. ამ ფოტოებმა შეიძლება შეგიცვალოთ წარმოდგენა წარსულის შესახებ და გაჩვენოთ, რომ ისტორია არის არა მხოლოდ დიდებული ბრძოლები და აღმოჩენები, არამედ ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება, რომლებიც საბოლოოდ რაღაც დიდის ნაწილი გახდნენ.



17 წლის ფრიდა კალო ოჯახურ ფოტოზე პოზირებს ტრადიციულ ჯენტლმენურ სამეულ კოსტიუმში, 1924 წ.

image



მე-8 კლასის მოსწავლე კურტ კობეინი უკრავს დრამზე სკოლაში შეკრების დროს მონტესანოში, 1981 წ.

image



101-ე საჰაერო სადესანტო დივიზიის რიგითი ჯიმი ჰენდრიქსი უკრავს გიტარაზე ფორტ კემპბელში, კენტუკში, 1962 წ.


image



ელვის პრესლის ყველაზე ადრეული ასაკის ცნობილი ფოტო მშობლებთან გლედისთან და ვერნონთან ერთად, 1938 წ.

image



სამურაები ვარჯიშზე, 1860 წ.

image



ალბერტ აინშტაინი და ჩარლი ჩაპლინი, 1931 წ.

image



ომისგან დაღლილი ფრანგი ქალი ბრიტანელ ჯარისკაცს ფინჯან ჩაის უსხამს, 1944 წ.

image



პრინცი ჩარლზი და პრინცესა დიანა ბაჰამას კუნძულებზე დასვენების დროს, 1982 წ.

image



მკვლევარი სთავაზობს შესქელებულ რძეს პოლარულ დათვს, სსრკ, 1980-იანი წლები

image



ზანზიბარი, 1947 წ. გადაღლილი ძიძა პოზირებს პატარა აღსაზრდელთან ერთად, სახელად ფაროჰ ბულსარა. მეოთხედი საუკუნის შემდეგ ის დაირქმევს ფსევდონიმს „ფრედი მერკური“.

image



სიუს ტომის წევრი, ცხენზე ამხედრებული, 1905 წ.

image



7600 ტონიანი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი ფიზიკურად გადატანილია პროსპექტის გასაფართოებლად რუმინეთის ქალაქ ალბა ჯულიაში, 1987 წ.

image



კლოდ მონე თავის ნახატებთან, 1923 წ.

image



ჯგუფის The Beatles გამოსვლა 18 ადამიანის წინაშე 1961 წლის დეკემბერში ოლდერშოტის მოკრძალებულ კლუბში. წელიწადნახევრის შემდეგ ისინი სუპერვარსკვლავები გახდებიან.

image



მერილინ მონრო ჯარისკაცებთან პოზირებს, 1954 წ.

image



ბეჭედი ტუტანხამონის საფლავზე, 1922 წ. ხელუხლებელი დარჩა 3245 წლის განმავლობაში.

image



ასევე დაგაინტერესებთ:

ტაილანდის ყოველდღიური ცხოვრების კაშკაშა კადრები 1970-იანი წლებიდან

მე-19 საუკუნის იაპონიის წარმოუდგენელი ფერადი ფოტოები

70-იანი წლების კლასიკური ჰოლივუდის ხატები ფოტოგრაფ სტივ შაპიროს ობიექტივში

პიკასო ბანაობს, ჰიჩკოკს თავი ხელში უჭირავს - ვარსკვლავების უნიკალური ფოტოების კოლექცია

როგორ შეიცვალა 18 ვარსკვლავი, რომლებიც ბრწყინავდნენ ჩვენი ახალგაზრდობის კოსტიუმირებულ სერიალში

0
628
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
628