x
image
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
„შენი მოთხრობები ტვინს ტ@ვს!... წონიანი მხილება დადე, შენც გვარიანად დააზიანე საქართველო“ - გვარამია
image

.

Irakli Shaishmelashvili ბოდიში შენთან, მაგრამ ეს შენი მოთხრობები ხარებაზე უკვე ტვინს @@@ავს. ან რამე მნიშვნელოვანი თქვი და რეალურად მძიმეწონიანი მხილება დადე, თორე ხარებაზე უფრო საინტერესოდ და ყოვლისმომცველად მარიამ გაფრინდაშვილის მასთან 1 წუთიანი კომუნიკაცია გვიყვება, ვიდრე შენი დაუსრულებელი ერთიდაიგივე ზოზინი. ამ რაღაც დაღონებული და ნახევრადცოცხალი ტექსტების დრო არ აქვს ამ ქვეყანას, დაიქცა თვალსა და ხელს შუა. რომ გითხრა ახლა, რომ ამაში შენი საგრძნობი წვლილი არაა, მოგატყუებ. შენივე მოყოლილიდან ჩანს, რომ კარგა გვარიანად დააზიანე საქართველო ქოცებთან ერთად.

.


უცნაური იმაში არაფერია, კაცს დაკავებულების ცემის ვიდეოები ქონდეს და ხარებას ფსიქოანალიზს მიყვებოდეს, ამის გამო რომ ის მივწერო, რასაც ვფიქრობ.

ან ერთსა და იმავეს რამდენი ხანი უნდა ყვებოდეს ეთერებში და ყელყელაობდეს რებელობით, მაშინ როცა ქვეყანა დაიქცა და ეს ისევ ხარებას ფსიქოანალიზის ეტაპზე იმყოფება.

მოეხია კაცო და მერე ემოქმედა, მაგაში მე რატომ ჩავერევი. მაგრა, რომ მოხია და ამის მერე ეს ყოველკვირეული ინტერვიუები აქვს იდენტური შინაარსით, რას იძლევა გარდა იმისა, რომ ტელევიზიით გამოჩნდება ხოლმე?

.

გდდ-ის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი, ირაკლი შაიშმელაშვილი გამოცემა BILD-თან ინტერვიუში საქართველოს მთავრობას და უშიშროების უწყებებს კრემლის კონტროლის ქვეშ ყოფნაში ადანაშაულებს.

"ყველა შეკვეთა მოსკოვიდან მოდის!"- ამ სათაურით ქვეყნდება გერმანულ მედიაში ირაკლი შაიშმელაშვილის ინტერვიუ.

.

"საქართველოში დამოუკიდებელი საჯარო სამსახური არ არსებობს", - ამბობს ის. მისი თქმით, ყველაფერი პირდაპირ მოსკოვთან არის დაკავშირებული და ყველა შეკვეთა იქიდან მოდის.

ირაკლი შაიშმელაშვილმა 26 დეკემბერს ფეისბუკზე გამოაქვეყნა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახთან ერთად გადაღებულ ფოტო და მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და აშშ-ის საელჩოს საქართველოში.

.

მან სამსახური დეკემბრის დასაწყისში დატოვა, 3 დეკემბრით დათარიღებულ პატაკში კი მიზეზად „ოჯახური პირობები“ დაასახელა. პატაკის ფეისბუკზე გამოქვეყნებისას პოსტს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები დაურთო.

TV პირველის ეთერში 28 დეკემბერს გასულ ინტერვიუში ირაკლი შაიშმელაშვილმა იმ დანაშაულებრივ ქმედებებზე ისაუბრა, რომელსაც საპოლიციო ძალები ჩადიან ოლიგარქიული რეჟიმის დავალებით. სატელევიზიო ინტერვიუ მის გამგზავრებამდეა ჩაწერილი.

0
613
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
613
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0