x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
საინტერესო ფაქტები ჩვენი სამყაროს შესახებ

იაპონიაში არსებობს სასტუმრო — «Henn-na», რომელსაც სრულად რობოტები მართავენ: ყველაფერს — დაწყებული რეგისტრაციიდან – ნომრების მომსახურებით დამთავრებული.image



ჟასმინის ზეთი ერთ-ერთი ყველაზე ძვირიანი ზეთია მსოფლიოში: ერთი კილოგრამი, შეიძლება, 5000 დოლარამდე ღირდეს. მის მისაღებად კი, მინიმუმ, 5000 ჟასმინის ყვავილის კვირტია საჭირო.image



კათოლიკურ ეკლესიაში ინდულგენცია (ცოდვების სასჯელისგან გათავისუფლება) ფულზე არ იყიდება. მისი მიღება, მხოლოდ გარკვეული ქმედებების სანაცვლოდ არის შესაძლებელი. მაგალითად, ვატიკანის მიერ გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობით, ან... თუ ამ ღონისძიებების დროს, რომის პაპ ფრანცისკეს მიერ, Twitter-ზე გაკეთებულ პუბლიკაციებს გამოიწერთ და თვალს ადევნებთ.image



ტექნიკურად, ფერები და მათი ელფერები არ არსებობს — მას ჩვენი ტვინი ქმნის და ის, სასოწარკვეთაში ჩავარდნილი ტვინის, გვერდითი ეფექტია, უზარმაზარი მოცულობის, ვიზუალური ინფორმაციის გადამუშავებისას. ასე, რომ, ნუ იკამათებთ ნივთის ფერზე, რადგან ეს მხოლოდ დროის ხარჯვაა — ის რაც თქვენთვის, მაგ., ლურჯია, შეიძლება სხვისთვის — მწვანე იყოს. თითოეული ტვინი, ფერებს თავისებურად განმარტავს და ამ მხრივ, არანაირი სტანდარტი არ არსებობს.image


და კიდევ, მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ქალები და მამაკაცები სამყაროს განსხვავებულად ხედავენ. მაგ., მამაკაცისთვის 7 სხვადასხვა ტონალობის მწვანე, – მხოლოდ მწვანეა. ხოლო, ქალები ყველა ტონალობას ხედავენ. ეს განსხვავება, თვალებთან არ არის კავშირში და ის სქესთა შორის, ტვინის და ჰორმონების განსხვავებას უკავშირდება.image



ამაზონის ტროპიკული წვიმის ტყე პერიოდულად სასუქს საჰარიდან იღებს. ქარს ქვიშის ნაწილები (მტვერი) ნუტრიენტებით (საკვები ნივთიერება) ოკეანეს გადაღმა, ტროპიკებში გადააქვს, სადაც ის ტყეს ეფინება და მცენარეებისთვის სასუქს წარმოადგენს.

NASA-ს მეცნიერების გამოთვლებით, ყოველწლიურად, ქარს 27, 7 მლნ. ტ. მტვერი გადააქვს კონტინენტიდან კონტინენტზე, რომელიც 0, 08%-მდე ფოსფორს შეიცავს. რაც იმას ნიშნავს, რომ ამაზონის ტყეები, ყოველწლიურად, 22 ათას ტ. ფოსფორს იღებს აფრიკიდან. ეს კი, დაახლოებით, იმდენივეა, რამდენის გამორეცხვაც ხდება ხსენებული ტყეების ნიადაგებიდან, წვიმების და წყალდიდობების პერიოდში. სამხრეთ ამერიკის ეს რეგიონი მუდმივად განიცდის ფოსფორის ნაკლებობას და რომ არა საჰარა და «საჰარის სასუქი», შესაძლებელია, ამაზონის ტყეებიც არ ყოფილიო.image



ანატომია, გენეტიკა, ბიოქიმია და ეთოლოგია (მეცნიერება ქცევის შესახებ), ადამიანს პრიმატებთან აიგივებს, რადგან ადამიანებში, მათგან, ფუნდამენტური განსხვავებები არ გამოვლენილა. ყველა ჰომინიდს (ყველაზე პროგრესული პრიმატების ოჯახი, რომელშიც ადამიანების გარდა გორილები, ორანგუტანები და შიმპანზეები შედიან) იდენტური სისხლის ჯგუფები, ჰორმონები, შინაგანი ორგანოები (რეპროდუქციული ორგანოების ჩათვლით) აქვთ, ხოლო სახეობის მდედრ წარმომადგენლებს, შთამომავლობის კვებისთვის, მხოლოდ ერთი წყვილი სარძევე ჯირკვალი აქვთ.image



ჯანმრთელი ადამიანის სხეულის საშუალო ტემპერატურა, უკანასკნელი 160 წლის მანძილზე, 37 გრადუსიდან – 36, 3 გრადუსამდე შემცირდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ თანამედროვე ადამიანის მეტაბოლიზმი უფრო ნელია, ვიდრე წარსულში იყო.image



ჩინეთში მასწავლებლები მოსწავლეებს, კლასში 20 წუთით დაძინების საშუალებას აძლევენ – ეს იმისთვის, რომ ბავშვებმა უკეთესად ისწავლონ.image



«ყვითელი პრესა» – ტყუილების, სკანდალების და იაფფასიანი სენსაციების ბეჭდვით დაკავებული ჟურნალ-გაზეთების სინონიმია და ის აშშ-ში გაჩნდა.image


1895 წ. ამერიკელმა მხატვარმა და გრაფიკოსმა რიჩარდ აუტკოლტმა ნიუ-იორკის გაზეთში – «The World»-ში, საკუთარი ნახატების სერია გამოაქვეყნა, იუმორისტული ტექსტებით; ყველა ნახატზე ერთი პერსონაჟი (პატარა ბიჭი) მეორდებოდა, რომელსაც ყვითელი პერანგი ეცვა. ხოლო, ამ პერანგის ფონზე, სახალისო გამონათქვამები ეწერა. ნახატები მალე პოპულარული გახდა და გაზეთის ყოველი ნომრის გამოსვლას, უამრავი ადამიანი ელოდა. ხოლო, იუმორისტული ნახატების სერიას, მკითხველებმა «ყვითელი ბიჭი» შეარქვეს. რაც შეეხება გაზეთის ტირაჟს, ის 70 ათასიდან – მილიონამდე გაიზარდა. გაგრძელება >>>


imageარხის სხვა სიახლეები:


* უცნაური და საინტერესო ფაქტები წარსულიდან

* ახალი ცივილიზაცია, ყოველთვის ძველის ნანგრევებზე იქმნება... ჩვენ რა გველის და როგორ ავიცილოთ თავიდან გლობალური კატასტროფა?

* რა ხიბლავს მამაკაცს ყველაზე მეტად ქალის გარეგნობაში?

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
76
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0