x
მეტი
  • 04.02.2025
  • სტატია:139960
  • ვიდეო:351930
  • სურათი:512984
ფეხბურთელი, მეკარე რომელიც საფეხბურთო მოედანზე კი არა ტრიბუნაზეც კი არ უნდა შეუშვა

image
არიან ფეხბურთელები, რომლებიც არაფრით გამოირჩევიან ჩვეულებრივი მოქალაქისაგან, სამაგიეროდ კარგი "პატრონის" წყალობით დიდ გუნდებშიც კი უთამაშიათ და ასეთი ფეხბურთელების დეფიციტი არც ქართველებს გვქონია.
თბილისის "დინამოშიც" უთამაშია ერთ ფეხბურთელს ბატონი ნოდარ ახალკაცის დროს, რომელიც არათუ თბილისის "დინამოს" გუნდის წევრობას, არამედ სოფლის გუნდის წევრობასაც კი ვერ აკმაყოფილებდა მისი მონაცემებით, მაგრამ სამაგიეროდ ძალიან გავლენიანი ახლო ნათესავი ჰყავდა, რომლის გავლენითაც მოხვდა "დინამოში" და ბატონი ახალკაცი იძულებული გახდა შვეიცარიული საათივით აწყობილ გუნდში ჩასვა ეს ფეხბურთელი, რომელსაც რასაც ვერ დაუკარგავ, ეს პენალტის იდეალური შესრულება იყო. სხვა მხრივ დრიბლინგი, ბურთის მიღება ან ზუსტი პასი მისთვის ისეთივე უცხო იყო, როგორც ჩემთვის ჩინური. მისივე ინტერვიუს ყურების მერე დამაინტერესა იმ პიროვნებამ და აღმოჩნდა, რომ მართალია დიდი ფეხბურთელი ვერა, მაგრამ დიდი პიროვნება ნამდვილად ყოფილა, არის და ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ბედნიერად.

მსგავსი, ოღონდ უარესი ვერსიაა ეს მეკარე, რომელსაც ზედა კადრში ხედავთ. ეს დანიელ ბადისლავია, რომლის "დამსახურებითაც" გუნდი მეორე დივიზიონიდან მეოთხე დივიზიონში გადავიდა, მაგრამ გუნდიდან გაშვებას ვინ გაუბედავდა, როცა დედამისი კლუბის თანამფლობელი და დამფინანსებელი იყო?
ან როგორ უნდა ეთამაშა 130 კილოიან მეკარეს ნორმალური ფეხბურთი?

გაგეცინებათ და დანიელი გუნდში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.




0
146
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
146
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0