საზოგადოება ოქროსფერი რეტრივერი: 18 საინტერესო ფაქტი ყველაზე მეგობრული ძაღლის შესახებ დღეს, 15:59 ოქროსფერი რეტრივერი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ძაღლის ჯიშია. გულკეთილი გიგანტი, რომელსაც შეუძლია გახდეს ერთგული მეგობარი და საიმედო მფარველი მთელი ოჯახისთვის. გთავაზობთ 18 საინტერესო ფაქტს ან შინაური ცხოველის შესახებ, რომლებიც აუცილებლად გაგაოცებთ.
ფაქტები ოქროსფერი რეტრივერის შესახებ 1. მონადირე ოქროსფერი რეტრივერი წარმოიშვა შოტლანდიაში 1800-იან წლებში, როგორც მონადირე ძაღლი. ჯიშის ფუძემდებლად ითვლება ტვიდმუთის ლორდი, სერ დადლი კოუტსი მარჯორიბენკსი, რომელმაც თავისი ძაღლი სახელად ნოუსი შეაწყვილა ღია ყავისფერ ტვიდის წყლის სპანიელთან. ასე 1868 წელს დაიბადა ოქროსფერი რეტრივერის პირველი ლეკვები.2. ბევრი ფიზიკური დატვირთვა სჭირდება ოქროსფერი რეტრივერი აქტიური ძაღლია, რომელიც ცუდად იტანს დივანზე ცხოვრებას. უყვარს სირბილი, ცურვა, ბურთის თამაში და სხვა აქტივობები. თუ სპორტი გიყვართ, ეს ჯიში თქვენთვის იდეალური კომპანიონი იქნება.3. შრომისმოყვარე და მრავალფუნქციურია ეს ძაღლი წარმატებით უმკლავდება სხვადასხვა დავალებას, ნადირობიდან გამყოლობამდე. სასაცილო ქცევის მიუხედავად სწრაფად სწავლობს და შეუცვლელი დამხმარე შეიძლება გახდეს ყველაზე რთულ სიტუაციებში, მათ შორის სამაშველო სამსახურში სტიქიური უბედურებების და საგანგებო სიტუაციების დროს. 4. მუდმივად ხვდება პოპულარულ ჯიშებს შორის ოქროსფერი რეტრივერი ათწლეულების განმავლობაში რჩება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ჯიშად ბევრს ქვეყანაში. სტაბილურად ხვდება ყველაზე პოპულარული ჯიშების ათეულში. 2023 და 2024 წლებში მესამე ადგილი დაიკავა ლაბრადორის და ფრანგული ბულდოგის შემდეგ. ეს აიხსნება მისი კარგი ბუნებით, ინტელექტით და უნივერსალურობით, რაც აქცევს იდეალურ ცხოველად და მომუშავე ძაღლად.5. საუკეთესო ფსიქოლოგი ძაღლებს შორის ოქროსფერ რეტრივერს აქვს ბუნებრივი ემპათია და ადამიანების დამშვიდების უნარი. მას ხშირად იყენებენ თერაპიულ ძაღლად ბავშვებთან, პაციენტებთან და მოხუცებთან სამუშაოდ. თუ მოწყენილი ხართ, ეს ძაღლი შეიძლება უბრალოდ მოვიდეს, თავი კალთაზე ჩაგიდოს და განუგეშოს.6. ნელა იზრდება ზრდასრული ოქროსფერი რეტრივერი ხშირად ლეკვივით იქცევა და ეს ნორმალურია. დიდხანს არ კარგავს მხიარულობას და ლეკვურ ქცევას. ზრდასრულ ასაკშიც ბედნიერი და სიცოცხლით სავსეა.7. ჭკვიანია და ადვილად სწავლობს ოქროსფერი რეტრივერი Reader’s Digest-ის მიხედვით მსოფლიოში მე-4 ადგილზეა ყველაზე ჭკვიანი ძაღლების სიაში. შეუძლია 200-მდე ბრძანების დამახსოვრება და ძალიან სწრაფად სწავლობს, რადგან სურს პატრონს ასიამოვნოს.8. საკვების სიყვარული სისხლში აქვს ფუმფულა ღორმუცელა მზადაა, შეჭამოს ყველაფერი - საკვები, სათამაშო, ქაღალდი, ფანქარი. მისი რაციონი უნდა აკონტროლოთ და ზედმეტად არ გამოკვებოთ, რადგან ჭარბი წონის პრობლემებთან გამკლავება მოგიწევთ.9. საგნების პირში ტარება უყვარს სხვა რეტრივერების მსგავსად, ხშირად დაატარებს სათამაშოს, ჯოხს, ტანსაცმელს და სხვა ნივთს, რომელსაც იპოვის. თუ სახლში გყავთ ოქროსფერი რეტრივერი, მოემზადეთ იმისთვის, რომ თქვენი საყვარელი ნივთები შეიძლება მოულოდნელად აღმოჩნდეს მის პირში.10. რბილი დაჭერა მისი სუპერ ძალაა რეტრივერი გამოიყვანეს მონადირეებისთვის ნანადირევის მისატანად მისი დაზიანების გარეშე. შეუძლია დაიჭიროს უმი კვერცხი გატეხის გარეშე.11. ორმაგი ბეწვი აქვს ოქროსფერ რეტრივერს აქვს ბეწვის ორმაგი ფენა: ქვედა რბილი ბეწვი და ზედა გრძელი ბეწვი. ეს ეხმარება ზამთარში სითბოს შენარჩუნებაში და ზაფხულის მზისგან დაცვაში, მაგრამ ასევე ნიშნავს, რომ აქტიურად ცვივა ბეწვი, განსაკუთრებით გაზაფხულზე.12. მინიატურული ზომის შეიძლება იყოს თუ გიყვართ ოქროსფერი რეტრივერი, მაგრამ გსურთ პატარა ძაღლი, ყურადღება მიაქციეთ ე.წ. „კომფორტულ რეტრივერს“. ეს არის ოქროსფერი რეტრივერის და კოკერსპანიელის ჰიბრიდი.13. ჩემპიონი ძაღლების სპორტში ოქროსფერი რეტრივერი გამოირჩევა ისეთ შეჯიბრებებში, როგორიცაა აჯილიტი (წინააღმდეგობათა გადალახვა), ხტუნვა და სხვა. ინტელექტის და სისწრაფის წყალობით ხშირად საპრიზო ადგილებს იკავებს.14. გმირობა შეუძლია ოქროსფერი რეტრივერი მუშაობს სამაშველო ოპერაციებში და ნამდვილად შეუძლია ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. აშშ-ში 11 სექტემბრის ტრაგედიის დროს ძაღლები, სახელად ბრიტანი და რაილი დაეხმარნენ მაშველებს ნანგრევების ქვეშ გადარჩენილთა მოძებნაში.15. ემოციებს ღიმილით გამოხატავს ოქროსფერი რეტრივერი საფირმო ღიმილით ცნობილია. როდესაც ბედნიერია, პირი ოდნავ ღია აქვს და ენა გადმოვარდნილი. თუ ძაღლი კბილებს აშიშვლებს, შესაძლო საფრთხეზე მიანიშნებს.16. ბავშვების საუკეთესო მეგობარი ეს ძაღლი წარმოუდგენლად მომთმენი და მეგობრულია ბავშვებთან ურთიერთობაში. პატარების თამაშს მშვიდად იტანს, ასევე მათი ერთგული დამცველი ხდება.17. გინესის რეკორდსმენი რეტრივერები ამაყობენ წარმოუდგენელი რეკორდებით. 2012 წელს ოქროსფერი რეტრივერი ჩარლი ავსტრალიიდან გახდა მსოფლიოში ყველაზე ხმამაღალი ყეფის მფლობელი - 113, 1 დეციბელი. აი, ძაღლი ფინლი აშშ-დან რეკორდსმენი გახდა, მან ერთდროულად 6 ჩოგბურთის ბურთის პირით დაჭერა შეძლო.18. ყველაზე ასაკოვანი ოქროსფერი რეტრივერი ძაღლმა სახელად ავგუსტმა ან ოგიმ 20 წელი და 11 თვე იცოცხლა. ის ორჯერ გაიყიდა, მაგრამ ბოლოს იპოვა სახლი ჰეტერშაიდტების ოჯახში, სადაც თავისი სიცოცხლის ბოლო ბედნიერი წლები გაატარა.ასევე დაგაინტერესებთ: კატა-ბულდოგის ახალი ჯიში ინტერნეტს იპყრობს, მაგრამ ცხოველთა უფლებების დამცველები მის აკრძალვას ითხოვენ კვლევა: გაირკვა, რომელი ჯიშის ძაღლია ყველაზე პოპულარული სხვადასხვა ქვეყანაში 14 კომიქსი, რომლებიც გიამბობთ, თუ რატომ ცხოვრობენ ძაღლის მფლობელები ყველაზე დიდხანს და რატომ არიან ყველაზე ბედნიერი ადამიანები ქურდი სახლში შეიჭრა და ტაქსა ტვიგლეტი მოიპარა, თუმცა ყველაფერი კარგად დასრულდა ოთხფეხა მეგობრები, რომლებიც პურს ტყუილად არ ჭამენ - საქმე ძაღლებისთვის 49 შეფასება არ არის |