სისხლის სამართალი დონალდ ტრამპმა ფედერალურ დონეზე სიკვდილით დასჯა აღადგინა 4 თებერვალი, 15:36 ![]() დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას ფედერალურ დონეზე სიკვდილით დასჯის აღდგენის შესახებ და ბრძანა, რომ ყველა შტატს მიეწოდოს საკმარისი რაოდენობით წამალი ლეტალური ინექციებისთვის. „ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა გამოიხატება იმაში, რომ , უზრუნველყოს სიკვდილით დასჯის უფლებამოსილი კანონის პატივისცემა და სრულად აღსრულება, წინ აღუდგეს პოლიტიკოსებსა და მოსამართლეებს, რომლებიც კანონის საბოტაჟს ახდენენ და აფერხებენ სიკვდილით დასჯას, - ნათქვამია თეთრი სახლის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში. მასში ნათქვამია, რომ აშშ-ს გენერალურმა პროკურორმა კანონის შესაბამისად უნდა მოითხოვოს სიკვდილით დასჯა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის, მათ შორის სამართალდამცავი ოფიცრის მკვლელობისთვის, ასევე არალეგალური იმიგრანტების მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულებისთვის. ტრამპმა ასევე დაავალა გენერალურ პროკურორს გადადგას აუცილებელი ზომები, რათა ყველა შტატს ჰქონდეს ლეტალური საინექციო წამლის საკმარისი მარაგი. 2021 წლის ივლისში, მაშინდელმა გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდიმ დააწესა მორატორიუმი ფედერალურ დონეზე სიკვდილით დასჯაზე სანამ უწყების მიერ სიკვდილით დასჯის პოლიტიკა და პროცედურები განიხილებოდა, თუმცა სიკვდილით დასჯა კვლავ გამოიყენებოდა იურისდიქციის დონეზე ამერიკის ზოგიერთ შტატში. 75 2-ს მოსწონს
|