x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"უკიდეგანოდ ფსკერზე ხართ! ღმერთმა შეგარგოთ ეგ ტალახი და "ჩმორვა", ტფუ!"- ვის მიმართავს თაკო ჩარკვიანი

image


პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი, თაკო ჩარკვიანი ზვიად ხარაზიშვილის იგივე "ხარებას" მიერ მომიტინგეების გინების ფაქტს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და იმ ადამიანებს მიმართავს, ვისაც გდდ-ს დირექტორის მსგავსი საქციელი არ აღაშფოთებთ:


"ვინც გუშინდელი კადრები ნახეთ ნაცნობ -უცნობებმა, “ხარებას”- ვინმე ზვიად ხარებაშვილის, პოლიციელის მიერ გინება მეგაფონით ხელში ხალხის მისამართით და მის მიერ, (თავად ღირსებააყრილი ყაველაშვილის მიერ ნაჩუქარი "ღირსებით" )მოქნეული წიხლები დასაშვებად მიგაჩნიათ ანუ ეგუებით, რომ ეს შეიძლება პოლიციელი იყოს და პოლიციელის მუნდირი ეცვას, ეს ნიშნავს რომ უკლებლივ ყველა, ვისაც ეს დასაშვებად მიგაჩნიათ თავად ხართ უკიდეგანოდ ფსკერზე და დიდ წუმპეში! იყავით ღმერთმა შეგარგოთ ეგ ტალახი და "ჩმორვა" ეტყობა მიჩვეულნი ხართ, ოღონდ ქვეყანას არ დაგითმობთ და არც კონსტიტუციურ არჩევანს, არც “იოცნებოთ”! ტფუ!"- წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ გუშინ, ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) აქციის მონაწილეებს "რაციიდან" აგინებდა და დაკავებულს სახეში წიხლს ურტყამდა.







0
42
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
42