სისხლის სამართალი 56 წლის წინ უდანაშაულო სიკვდილმისჯილი მრავალმილიონიან კომპენსაციას ითხოვს 1 თებერვალი, 16:01 ![]() 88 წლის იაპონელმა მოხუცმა, რომელმაც 56 წელი გაატარა სიკვდილით დასჯის მოლოდინში სხვისი დანაშაულისთვის, მთავრობისგან ითხოვს კომპენსაციას 217 მილიონ იენს (თითქმის 4 მილიონი ქართული ლარი) . ამის შესახებ გამოცემა Japan Today იუწყება. 1966 წელს ყოფილი პროფესიონალი მოკრივე ივაო ჰაკამატა დამნაშავედ სცნეს მისი უფროსის, მისი მეუღლისა და მათი ორი შვილის მკვლელობის გამო. მოგვიანებით ჰაკამატამ დანაშაული აღიარა და 46 წელი გაატარა სიკვდილით დასჯის მოლოდინში. ![]() 2024 წელს გაირკვა, რომ მისდამი წაყენებული ბრალდება გამომძიებლების შეთითხნილი იყო, ხოლო მან დანაშაული ზეწოლის ქვეშ აღიარა. 2025 წლის იანვარში მამაკაცის ადვოკატმა შეიტანა სარჩელი მრავალმილიონიანი კომპენსაციის მოთხოვნით. თავად ყოფილ პატიმარს მძიმე ფსიქიკური აშლილობა აწუხებს, რომელიც პატიმრობის წლებში განუვითარდა. მისმა ოჯახმა ადვოკატის მეშვეობით მოითხოვა 12500 იენი გისოსებს მიღმა გატარებული ყოველი დღისთვის. ![]() 111 2-ს მოსწონს
|