ნამცხვრები ფუნთუშები მოხარშული კრემით 4 თებერვალი, 8:33 ინგრედიენტები:მოხარშული კრემი: კვერცხი — 1 ცალი შაქარი— 3 ს. კ. შაქრიანი ვანილინი — 8 გრ. სიმინდის სახამებელი — 2 ს. კ. რძე — 300 მლ. ცომი: რძე (თბილი) — 100 მლ. წყალი (თბილი) — 150 მლ. საფუარი (მშრალი) — 1 ს. კ. (7 გრ.) კვერცხი — 1 ცალი შაქარი — 3 ს. კ. შაქრიანი ვანილინი — 8 გრ. მარილი — 1/2 ჩ. კ. ზეთი — 4 ს. კ. ფქვილი — 420 გრ. ქიშმიში — 50 გრ. მომზადება:I. მომზადება კრემით დაიწყეთ, რადგან გაგრილებისთვის დრო სჭირდება: რძის გარდა, ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ქვაბში და კარგად შეურიეთ ერთმანეთს > დაამატეთ რძე და ურიეთ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე > დადგით ქვაბი საშუალო ცეცხლზე და ხარშეთ, ვიდრე არ შესქელდება, თან სულ ურიეთ > გადაიტანეთ კრემი თასში, რომ უფრო სწრაფად გაგრილდეს > სამზარეულოს აპკი გადააკარით, რომ პირი არ შეიკრას. II. თასში ჩაასხით რძე და წყალი > დაამატეთ შაქარი, ვანილინი და საფუარი > გადააფარეთ ტილო და დაელოდეთ ამოფუებას > დაამატეთ კვერცხის ცილა (კვერცხი გადასასმელად შეინახეთ) > დაამატეთ ზეთი, მარილი > ყველაფერი კარგად შეურიეთ ერთმანეთს > ფქვილი შუაზე გაყავით > დაამატეთ ერთი ნაწილი და კარგად შეურიეთ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე > ნელ–ნელა დაამატეთ II ნაწილიც > მოზილეთ ცომი > ცომი მოათავსეთ თასში, გადააფარეთ ტილო და დადგით თბილ ადგილზე, 40–60 წუთი.
III. ცომთან მუშაობის დაწყებამდე, ხელზე ზეთი წაისვით > გაყავით ცომი 9 ნაწილად და გააკეთეთ გუნდები. IV. გააბრტყელეთ გუნდა 13-15 სმ–ს დიამეტრზე > მოათავსეთ ფირფიტის ცენტრში 1 ს. კ. კრემი და ქიშმიში > მოახვიეთ ხინკალივით, ხელით გააბრტყელეთ და მოათავსეთ საცხობ ფირფიტაზე, პერგამენტზე > ზემოდან დანით დასერეთ, როგორც ეს ფოტოზეა > გააჩერეთ საცხობი ფირფიტა 15 წთ–ით თბილ ადგილზე. V. კვერცხის გულს დაამატეთ 1 ს. კ. რძე და ცოტა ვანილინი > შეურიეთ ერთმანეთს და გადაუსვით ფუნთუშებს. VI. გამოაცხვეთ 170 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში. VII. სუფრაზე მიტანამდე, კარგად გააგრილეთ. არხის სხვა სიახლეები:* უცნობი ტექნოლოგიით შექმნილი უძველესი არტეფაქტი, რომელზეც უცხოპლანეტელია გამოსახული* ხანგრძლივი სიცოცხლე და ახალგაზრდობა – რატომ არის ეს დღეს შეუძლებელი? (დაბერების ძირითად მიზეზი)* 10 რამ, რაზეც ეკონომიის გაკეთება არ შეიძლება* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები62 1-ს მოსწონს
|