x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ფუნთუშები მოხარშული კრემით
image


ინგრედიენტები:


მოხარშული კრემი:


კვერცხი — 1 ცალი
შაქარი— 3 ს. კ.
შაქრიანი ვანილინი — 8 გრ.
სიმინდის სახამებელი — 2 ს. კ.
რძე — 300 მლ.


ცომი:


რძე (თბილი) — 100 მლ.
წყალი (თბილი) — 150 მლ.
საფუარი (მშრალი) — 1 ს. კ. (7 გრ.)
კვერცხი — 1 ცალი
შაქარი — 3 ს. კ.
შაქრიანი ვანილინი — 8 გრ.
მარილი — 1/2 ჩ. კ.
ზეთი — 4 ს. კ.
ფქვილი — 420 გრ.
ქიშმიში — 50 გრ.


მომზადება:


I. მომზადება კრემით დაიწყეთ, რადგან გაგრილებისთვის დრო სჭირდება: რძის გარდა, ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ქვაბში და კარგად შეურიეთ ერთმანეთს > დაამატეთ რძე და ურიეთ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე > დადგით ქვაბი საშუალო ცეცხლზე და ხარშეთ, ვიდრე არ შესქელდება, თან სულ ურიეთ > გადაიტანეთ კრემი თასში, რომ უფრო სწრაფად გაგრილდეს > სამზარეულოს აპკი გადააკარით, რომ პირი არ შეიკრას.

II. თასში ჩაასხით რძე და წყალი > დაამატეთ შაქარი, ვანილინი და საფუარი > გადააფარეთ ტილო და დაელოდეთ ამოფუებას > დაამატეთ კვერცხის ცილა (კვერცხი გადასასმელად შეინახეთ) > დაამატეთ ზეთი, მარილი > ყველაფერი კარგად შეურიეთ ერთმანეთს > ფქვილი შუაზე გაყავით > დაამატეთ ერთი ნაწილი და კარგად შეურიეთ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე > ნელ–ნელა დაამატეთ II ნაწილიც > მოზილეთ ცომი > ცომი მოათავსეთ თასში, გადააფარეთ ტილო და დადგით თბილ ადგილზე, 40–60 წუთი.

III. ცომთან მუშაობის დაწყებამდე, ხელზე ზეთი წაისვით > გაყავით ცომი 9 ნაწილად და გააკეთეთ გუნდები.



image


IV. გააბრტყელეთ გუნდა 13-15 სმ–ს დიამეტრზე > მოათავსეთ ფირფიტის ცენტრში 1 ს. კ. კრემი და ქიშმიში > მოახვიეთ ხინკალივით, ხელით გააბრტყელეთ და მოათავსეთ საცხობ ფირფიტაზე, პერგამენტზე > ზემოდან დანით დასერეთ, როგორც ეს ფოტოზეა > გააჩერეთ საცხობი ფირფიტა 15 წთ–ით თბილ ადგილზე.

V. კვერცხის გულს დაამატეთ 1 ს. კ. რძე და ცოტა ვანილინი > შეურიეთ ერთმანეთს და გადაუსვით ფუნთუშებს.


image


VI. გამოაცხვეთ 170 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში.

VII. სუფრაზე მიტანამდე, კარგად გააგრილეთ.


imageარხის სხვა სიახლეები:


* უცნობი ტექნოლოგიით შექმნილი უძველესი არტეფაქტი, რომელზეც უცხოპლანეტელია გამოსახული

* ხანგრძლივი სიცოცხლე და ახალგაზრდობა – რატომ არის ეს დღეს შეუძლებელი? (დაბერების ძირითად მიზეზი)

* 10 რამ, რაზეც ეკონომიის გაკეთება არ შეიძლება

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
62
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0