საზოგადოება
"ამ პოსტს ვწერ მხოლოდ იმიტომ, რომ მაყურებელი შეცდომაში არ შევიდეს"- რა პოსტს ავრცელებს მერაბ მეტრეველი
28 იანვარი, 12:15
ჟურნალისტი, მერაბ მეტერეველი "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მიერ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მას "ცილისწამებლურ" კამპანიაში ამხელს:
"Nika Melia ახლა გიყურებთ საზმაუზე და ამბობთ, რომ "პალიტრანიუსზე" აკრძალული ვარ, რადგან დიმიტრი ქუმსიშვილი გავაკრიტიკე, რომელიც ამ კომპანიის მეწილე ყოფილაო.
ამ პოსტს ვწერ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი მაყურებელი შეცდომაში არ შევიდეს .
დიმიტრი ქუმსიშვილი ჩვენი მეწილე არაა, ის არის ჩვენი დამფუძნებლის ნათესავი.
თქვენსა და ჩვენს მედიასახლს შორის დავა წარმოიშვა, არა თქვენს მიერ ქუმსიშვილის კირიტიკის გამო, არამედ ჰოლდინგის მისამართით ცილისწამების გამო.
ამ ორ რამეს შორის კი უდიდესი განსხვავებაა.
თქვენ ჩვენი ჰოლდინგი ერთ-ერთი გამოსვლაში სრულიად უსაფუძვლოდ მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან კოროფციულ გარიგებაში დაადანაშუალეთ, რის გამოც თქვენგან წლებია ბოდიშს ველოდებით
სულ ესაა."- წერს მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში.