საზოგადოებრივი ნაცისტურმა "ტიტანიკმა" ლეგენდარული გემის ბედი გაიზიარა 29 იანვარი, 12:34 1912 წლის 15 აპრილის ღამეს, XX საუკუნის უდიდესი საზღვაო კატასტროფა მოხდა — საუთჰემპტონის პორტიდან (დიდი ბრიტანეთი) ნიუ-იორკში მიმავალი «ტიტანიკი», აისბერგს შეეჯახა და უდიდესი სამგზავრო ლაინერი ჩაიძირა. ყველასთვის ცნობილი ფილმი, აღნიშნული კატასტროფის შესახებ, ეკრანებზე 1997 წ. გამოვიდა და უნდა აღინიშნოს, რომ ის, ლეგენდარულ გემზე გადაღებული, არც პირველი ფილმი იყო და არც უკანასკნელი... მეორე მსოფლიო ომის დროს, ნაცისტებმა პროპაგანდისტული ფილმის გადაღება გადაწყვიტეს, რომელსაც «ტიტანიკი 1943» ერქვა. ფილმი ასევე ცნობილია როგორც «ნაცისტური ტიტანიკი», მისი გადაღების მიზანი კი, ბრიტანეთის დისკრედიტაცია იყო. სცენარი გერმანელმა სცენარისტმა დაწერა, რომელსაც გებელსი ხელმძღვანელობდა და აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ფილმი, თავისი დროის, ყველაზე ძვირადღირებული კინოპროექტი იყო. გადაღებები 1941 წლის სექტემბერში დაიწყო და ბრიტანელ კაპიტალისტებს, როგორც ანგარებიან, უგრძნობ ადამიანებად წარმოაჩენდა, რომლებმაც გემის მგზავრთა უსაფრთხოების უგულებელყოფა, სიჩქარის რეკორდის დამტარებლად მოახდინეს. «ტიტანიკის» მაქსიმალურად ზუსტად გამოსახვის მიზნით, რეჟისორი სრულფასოვანი ოკეანის ლაინერის გამოყენებას, დაჟინებით მოითხოვდა და გადაღებებში, ძვირადღირებული გერმანული ლაინერი «Cap Arcona» ჩართეს... და ბედის ირონიით, ომის ბოლოს, 1945 წლის 3 მაისს, ბრიტანულმა ბომბდამშენებმა «Cap Arcona» ჩაიძირეს. P. S. აქვე საინტერესო ფაქტებს გთავაზობთ, «ტიტანიკის» შესახებ, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ: 1912 წლის 15 აპრილის ღამეს, XX საუკუნის უდიდესი საზღვაო კატასტროფა მოხდა — საუთჰემპტონის პორტიდან (დიდი ბრიტანეთი) ნიუ-იორკში მიმავალი «ტიტანიკი», აისბერგს შეეჯახა და სამგზავრო ლაინერი ჩაიძირა. ლეგენდარულ გემს უამრავი საიდუმლო და მითი უკავშირდება. რომელთა შორის, ზოგიერთი ბევრისთვის ცნობილია, ზოგი კი, არც ისე... მაგ., აისბერგმა, რომელსაც გემი შეეჯახა, თავისი «მოგზაურობა», დაახლოებით, 2 ათასი წლის წინ დაიწყო და იმ მომენტიდან, როდესაც ის გემიდან შენიშნეს და ვიდრე კურსის შეცვლის ბრძანება გასცეს, მთელი 30 წამი გავიდა. ბრძანება მაშინვე რომ გაეცათ, შესაძლებელია, კატასტროფა არც მომხდარიყო. გემის აისბერგთან შეჯახების ამბავი, ისტორიკოსების და კინორეჟისორების წყალობით, საყოველთაოდ აღიარებულ ჭეშმარიტებად იქცა... თუმცა, აისბერგი, მხოლოდ «ბოლო ლურსმანი იყო კუბოს სახურავზე» – უკანასკნელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ამ კატასტროფის რეალური მიზეზი, ქვანახშირის ბუნკერში გაჩენილი ხანძარი იყო, რომელიც 3 დღის მანძილზე ვერ ჩააქრეს. შედეგად, გემის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საყრდენები ძალიან დაასუსტა... და როდესაც, ის აისბერგს შეეჯახა, გემის სტრუქტურა უკვე ისე იყო დაზიანებული, რომ დარტყმას ვეღარ გაუძლო. ასე რომ, «ტიტანიკის» კატასტროფა, მხოლოდ აისბერგის ბრალი არა იყო. ეს ცეცხლის, წყლის და ყინულის ურთიერთქმედების შედეგად მოხდა. *** ლაინერის სამაშველო ნავებში, მგზავრების საერთო რაოდენობის, ნახევრის მოთავსება შეიძლებოდა. თუმცა, არაორგანიზებულობის და დაბნეულობის გამო, ამის გაკეთება მხოლოდ მესამედმა მოახერხა. *** დღევანდელი კურსით, ყველაზე ძვირიანი ნომერი გემზე, 100 000 დოლარი ეღირებოდა. გაგრძელება >>> არხის სხვა სიახლეები:* რამდენი და რომელი ენები იცოდა სტალინმა?* ფოტოები კარგი განწყობისთვის – 21 (25 ფოტო)* რეალური, მაგრამ ძნელად დასაჯერებელი ფაქტები* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები189 2-ს მოსწონს
|