საქართველო ედუარდ შევარდნაძის ცნობილი გამონათქვამები 25 იანვარი, 12:45
25 იანვარი საქართველოს მეორე პრეზიდენტის, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის და საბჭოთა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის, ედუარდ შევარდნაძის დაბადების დღეა.
გთავაზობთ სხვადასხვა წლებში მის ცნობილ გამონათქვამებს, რომელიც რადიკალურად განსხვავდება, პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე. *** დროა გავაცნობიეროთ, რომ არც სოციალიზმი, არც მეგობრობა, არც კეთილმეზობლობა და არც პატივისცემა არ შეიძლება დავამყაროთ ხიშტებით, ტანკებით და სისხლით. *** კორუფციას აქვს თავისი მოტივები და აუცილებელია ამ ფენომენის გულდასმით შესწავლა და იმ საფუძვლების აღმოფხვრა, რომლებიც კორუფციის არსებობის საშუალებას იძლევა. *** მიმაჩნია, რომ საბჭოთა კავშირი ამა თუ იმ ფორმით უნდა შენარჩუნდეს. ... მე არ ვქმნი ტრაგედიას იმით, რომ ზოგიერთი რესპუბლიკა არ მოაწერს ხელს საკავშირო ხელშეკრულებას - მათთან ურთიერთობა შეიძლება აეწყოს ორმხრივ საფუძველზე. კავშირები ჯერ კიდევ საჭიროა შენარჩუნდეს. *** ვიცოდი, საქართველოში რომ არ დავბრუნებულიყავი, ქვეყანა დაიღუპებოდა. *** როცა ვაპირებდით რეფორმების გატარებას და კორუფციის მოსპობას, ზუსტად მაშინ მოვიდა ეს მიშა და მოგვიწყვეს ყვავილების რევოლუცია. *** ერთ-ერთ სამიტზე:-ბატონო ედუარდ, ნატოს კარი საქართველოსთვის მუდამ ღიაა პასუხი- ღია კარში დიდხანს ნუ დაგვაყენებთ, თორემ ორპირი იცისო. *** საბჭოთა კავშირი არის სისხლიანი, უტოპიური სამეფო, რომელიც წარმოიშვა ღმერთის ნების წინააღმდეგ და ბუნების კანონების საწინააღმდეგოდ, "ხალხთა საპყრობილე" - თუ გამოვიყენებთ ლენინის ცნობილი განმარტებას მეფის რუსეთის შესახებ, ან "ბოროტების იმპერია" - თუ დავეთანხმებით რონალდ რეიგანს. *** გერმანიის გაერთიანება იყო ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი წამოწყება, რომელმაც მსოფლიო ავტორიტეტი მომიტანა. *** არ მინდა ისტორიაში შევიდე, როგორც სისხლისმღვრელი. *** მე არ ვარ პასუხისმგებელი სააკაშვილის მოქმედებებისა, მითუმეტეს გამსახურდიასი. *** ჩვენ ყველამ ვიცით, რომ დასავლეთს რეალურად შეუძლია ჩვენი დახმარება. *** საქართველოსთვის მზე ჩრდილოეთიდან ამოდის. *** დღეს ყველა ჩვენ გვეხმარება, მაგრამ მოვა დრო ჩვენვე მოგვიწევს საკუთარი თავის დახმარება *** მე ვერ წარმომიდგენია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მომავალი საქართველოს გარეშე. არ აქვს მნიშვნელობა იქნება ავტონომია თუ ისინი საქართველოს შემადგენლობაში იქნებიან. *** მზად ვარ ათასჯერ მოვინანიო და ბოდიში მოვუხადო ქართველ ხალხს ხელისუფლების მიხეილ სააკაშვილისთვის გადაცემის გამო. 270 3-ს მოსწონს
|