x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დასახელდა მეცნიერული თვალსაზრისით იდეალური სახის და ფიგურის მფლობელი ქალის ვინაობა
image

სილამაზის სტანდარტები მუდმივად იცვლება. მაგალითად, ძველ საბერძნეთში ქალის იდეალურ ფიგურად ითვლებოდა პატარა მკერდი, განიერი მხრები და თეძოები და წვრილი წელი.


ვიქტორიანულ ეპოქაში კი მინიატურული და სიფრიფანა ქალბატონები ფასდებოდა. ქალის ფიგურის ეტალონი დღესაც არსებობს და ისიც გაირკვა, თუ ვინ მიეკუთვნება ამ სტანდარტს.


რამდენიმე წლის წინ მთელ მსოფლიოში გავრცელდა ინფორმაცია, მეცნიერულად დადასტურებული, რომ მოდელი კელი ბრუკის ფიგურა იდეალურია. გამოცემები, რომლებიც ამ მოვლენას აშუქებდნენ, წერდნენ გარკვეული კვლევების შესახებ, რომლის მიხედვითაც სტანდარტად აღიარეს პარამეტრები: 99-63-91 და 168 სმ სიმაღლე.


კელის იმ დროს ზუსტად ეს პარამეტრები ჰქონდა.

image

მიუხედავად იმისა, რომ თავად კვლევასთან დაკავშირებული ბმული არავის მოუწოდებია, მოდელმა მაინც შეინარჩუნა იდეალური ფიგურის მქონე გოგონას რეპუტაცია.


მაგრამ კელის მოუწევს ოდნავ გევრდზე ჩაჩოჩება, რადგან ახლახან იპოვეს კიდევ ერთი ცნობილი პიროვნება, რომლის როგორც ფიგურის, ასევე სახის პარამეტრები მეცნიერული თვალსაზრისით იდეალურად იქნა აღიარებული.


ის აღმოჩნდა მსახიობი სიდნი სვინი, რომელიც ახლა 27 წლისაა. გოგონა ყოველთვის ბევრ კომპლიმენტს იღებდა თავისი სილამაზის გამო და ახლა უკვე ამის მეცნიერული დადასტურებაც თან ახლავს.

image

პლასტიკური ქირურგის, ონურ გილეარის თქმით, სიდნის სილამაზის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ მისი სახე ძალიან სიმეტრიულია და შეესაბამება "ოქროს შუალედის" სტანდარტებს. მაგალითად, მისი შუბლის სიმაღლე შეესაბამება ცხვირის სიგრძეს, ხოლო ცხვირის სიგანე უდრის თვალის შიდა კუთხეებს შორის მანძილს. ექიმი მივიდა დასკვნამდე, რომ მისი სახის თითქმის ყველა კომპონენტი შეესაბამება "ოქროს შუალედის" პროპორციებს.


იგივე ოქროს თანაფარდობა ითქმის მის ფიგურაზე. მსახიობის პარამეტრები ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

სიმაღლე: 161 სმ.

წონა: 53 კგ.

ბიუსტი--წელი-თეძოები: 89-61-86.

image


ისე სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ მიუხედავად იმისა, რომ სილამაზის კონცეფციისადმი მეცნიერული მიდგომა ობიექტურია, მაინც ყველას გააჩნია სილამაზის საკუთარი იდეალები. სილამაზეს არ აქვს რაიმე კონკრეტული ფორმა და შესაძლებელია ბევრისთვის იდეალური იყოს საკუთარი სტანდარტი სახის და ფიგურის პროპორციების სიმეტრიისა თუ ჰარმონიის მიუხედავად.

0
160
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
160
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0