x
მეტი
  • 30.01.2025
  • სტატია:139737
  • ვიდეო:351982
  • სურათი:512895
"ყველაზე ცხელმა ბებიამ" თავისი ახალგაზრდული გარეგნობის საიდუმლო გაამხილა
image

ავსტრალიელმა მოდელმა ჯინა სტიუარტმა, რომელსაც "მსოფლიოს ყველაზე ცხელი ბებია" უწოდეს, განაცხადა, რომ ჯანსაღი კვება ეხმარება მას დაბერების ნიშნებთან ბრძოლაში. ახალგაზრდული გარეგნობის საიდუმლოებები მან Daily Mirror-თან ინტერვიუში გაამხილა.


54 წლის ქალს უკვე ჰყავს სამი შვილიშვილი, მაგრამ ეს ხელს არ უშლის, რომ თავის წლებთან შედარებით ბევრად ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს. მან განმარტა, რომ დღიურ დიეტას შეუძლია, გარკვეულწილად, შეაჩეროს დაბერება, თან ამასთან ერთად თუ თქვენ ვარჯიშითაც ხართ დაკავებული.

image


ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად ჯანსაღ რაციონს შორის სტიუარტმა დაასახელა ფორთოხალი. „ეს არა მხოლოდ გემრიელი და ქორფა ხილია, არამედ ენერგიის ბუნებრივი წყაროა ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და დაბერების ნიშნებთან საბრძოლველად“, - თქვა მან. მან განმარტა, რომ ფორთოხალი მდიდარია C ვიტამინით, რომელიც აუცილებელია კოლაგენის წარმოებისთვის, რაც ხელს უწყობს კანის ელასტიურობის შენარჩუნებას და ნაოჭების გაქრობას.

image

სტიუარტმა ასევე აღნიშნა, რომ ფორთოხლის ანტიოქსიდანტებს შეუძლიათ დაიცვას კანი მავნე ულტრაიისფერი სხივებისგან. თუმცა, ის მაინც იყენებს მზისგან დამცავ კრემს. მოდელის თქმით, ფორთოხალი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი და დადებითად მოქმედებს მხედველობაზე. მის მოსაზრებას ადასტურებენ მეცნიერებიც.

image

მოდელი გვირჩევს ახლად გამოწურული ფორთოხლის წვენის დალევას, ასევე შვრიის ფაფას, სმუზს და იოგურტს. გარდა ამისა, ფორთოხლის წვენი შეიძლება გამოვიყენოთ ხორცისა და თევზის მარინადებში ან მოხრაკულ ბოსტნეულში.

image

თუმცა სხვა ბრიტანულმა გამოცემამ Daily mail-მა გამოაქვეყნა "ცხელი ბებიას" პაპარაცული ფოტო "ოქროს სანაპიროდან", სადაც მისი რეალურ გარეგნობას იხილავთ, გამოცემის ინფორმაციით "ყველაზე ცხელი " ბებია სოციალურ ქსელებში უხვად იყენებს მაკიაჟს და ფოტოფილტრებს, ასე რომ მისი რჩევები მხოლოდ "ჯადოსნური ფორთოხლის" შესახებ, დიდწილად ბლეფია.

image

0
370
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
370
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0