საზოგადოებრივი უცნობი ტექნოლოგიით შექმნილი უძველესი არტეფაქტი, რომელზეც უცხოპლანეტელია გამოსახული დღეს, 8:51 უცნობი ტექნოლოგიით შექმნილი არტეფაქტი, რომელზეც უცხოპლანეტელია გამოსახული უძველესი არტეფაქტი – ყოველთვის გამოცანაა. ცოტას თუ შეუძლია, 100% დარწმუნებით თქვას, თუ როგორ და რა მიზნით შეიქმნა კონკრეტული ნივთი, ან რის სიმბოლოა ის? უძველესი რელიკვიების გვერდით, ინსტრუქციები არ არსებობს და ამიტომ, მეცნიერები თავიანთ იდეებს, გამოცდილებაზე, ლოგიკასა და შედარებით ანალიზზე დაყრდნობით აყალიბებენ. კონკრეტულად ამ შემთხვევაში, საუბარი ტუტანხამონის ბეჭედზეა, რომელიც მის სამარხში 1922 წ. აღმოაჩინეს. ბეჭედი ჩვენს წელთაღრიცხვამდე, დაახლოებით, 600 წელს არის შექმნილი. ტრადიციული ვერსიით, მასზე ძვ. ეგვიპტელთა ღმერთი პტაჰია გამოსახული. თუმცა, ნაკეთობაზე, "ამონი-რა – მზის ღმერთი" – არის ამოტვიფრული. როგორც არ უნდა იყოს, აშკარაა, რომ არტეფაქტი რომელიღაც ღვთაებას უკავშირდება... და როგორც ცნობილია, ძველი ეგვიპტელების მითოლოგიაში, ღმერთები უზენაესი არსებები იყვნენ, რომლებიც დედამიწაზე კოსმოსიდან ჩამოვიდნენ. იგივე მითოლოგიის თანახმად, პირველი ათასი წელი, ისინი თავად მართავდნენ ეგვიპტეს, შემდეგ კი, – ადგილობრივ ქალებთან დაიწყეს ურთიერთობა და შედეგად, ნახევარღმერთები დაიბადნენ. ისტორიის ეს პერიოდი, საერთოდ არ არის შესწავლილი. თუმცა, უძველეს არტეფაქტებზე, ფრაგმენტული წერილობითი მტკიცებულებები არის შემორჩენილ. ასეთი ტექსტების თარგმნისას კი, პრობლემა ის არის, რომ იეროგლიფური დამწერლობის უძველესი ფორმა, ბოლომდე გაშიფრული არ არის. ხოლო, ამის გამო, შეუსაბამობას აქვს ადგილი. ამასთან, იმდენად დიდს, რომ ტექსტის არსი, საწინააღმდეგო შინაარსს იძენს. მაგ., ძვ. წ. აღრ. 4240 წლით დათარიღებულ სტელაზე გაკეთებული ტექსტის მიხედვით, ძალაუფლება პირველ სუფთა სისხლის ადამიანზე გადადის, ანუ არც ღმერთზე, არც ნახევარღმერთზე, არამედ კაცზე. სხვა ინტერპრეტაციით, საუბარი მხოლოდ ინაუგურაციის ცერემონიაზე. გამოდის, რომ ერთ ტექსტს, სრულიად განსხვავებული შინაარსი შეიძლება ჰქონდეს, იმის მიხედვით, თუ ვინ კითხულობს. თუმცა, ისევ ზემოთ ხსენებულ არტეფაქტს დავუბრუნდეთ. ექსპერტების გაოცება არა ღვთაების გამოსახულებამ, არამედ ტექნოლოგიამ გამოიწვია, რომელიც ბეჭდის შექმნისას იყო გამოყენებული. თავად ბეჭედი ოქროსგან არის დამზადებული, მაგრამ ის ნაწილი, სადაც ღვთაების გამოსახულებაა, პლატინის მიკროსკოპულ ფენას შეიცავს. ლითონის გამოყენების ეს მეთოდი, მხოლოდ XX საუკუნის მეორე ნახევარში გახდა ცნობილი. ამის გამო, ბეჭედს თავიდან გაყალბებულად მიიჩნევდნენ. თუმცა, კვლევის შემდეგ, მისი ასაკი დადასტურდა. ასევე არსებობს კითხვები, ღვთაების გარეგნობასთან დაკავშირებითაც. მართლაც, ძველ ეგვიპტესთან დაკავშირებულ, სხვა ნაკეთობებზეც, ის ზუსტად ასეა გამოსახული... და უნდა აღინიშნოს, რომ ის საერთოდ არ ჰგავს ადამიანს. აღნაგობა, თავის ფორმა, სახე – უფრო ჰუმანოიდს ჰგავს, ვიდრე ადამიანს. პალეოკონტაქტის თეორიის მომხრეები, ამ ბეჭედს, ადამიანებსა და უცხოპლანეტელებს შორის, კავშირის დადასტურებად მიიჩნევენ, რომლებიც ძველად ღმერთებად ითვლებოდნენ. არაერთი უცნაური არტეფაქტის და ექსპერტების დასკვნის მიუხედავად, თანამედროვე მეცნიერები მაინც არ აღიარებენ დედამიწაზე უცხოპლანეტელების ვიზიტებს ფაქტებს. რაც შეეხება ოქროს ბეჭედზე, პლატინის ფენის არსებობას, – ეს უცხოპლანეტელების მიერ, ადამიანებისთვის მაღალი ტექნოლოგიების გადაცემაზე მეტყველებს. არცერთ ოსტატს, ქიმიის ცოდნის და სპეციალური აღჭურვილობის გარეშე, ასეთ ნაკეთობის შექმნა არ შეუძლია. სავარაუდოდ, "ღმერთები" ძველ ეგვიპტეში რეალურად არსებობდნენ და ადამიანებს ასწავლიდნენ – მათ საკუთარ ცოდნას გადასცემდნენ და ცივილიზაციის შექმნაში ეხმარებოდნენ. არხის სხვა სიახლეები:* მხოლოდ 2 სქესი არსებობს, "მესამე სქესი" – უკვე დიაგნოზია (მეცნიერთა დასკვნა)* 10 უცნაური ფაქტი რომელიც ნამდვილად გაგაკვირვებთ* 15 საინტერესო ფაქტი ჩვენი ორგანიზმის შესახებ* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები153 1-ს მოსწონს
|