პოლიტიკა „ის ისე იქცევა,როგორც მსოფლიოს ბატონი და არა აშშ-ს პრეზიდენტი"-რუსეთში ტრამპის ულტიმატუმს უპასუხეს 23 იანვარი, 13:39 ![]() მან მოითხოვა უკრაინის კონფლიქტის შეწყვეტა და გააფრთხილა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაცია კიდევ უფრო გართულდებოდა. "ახლავე მოაგვარეთ და შეაჩერეთ ეს სულელური ომი! თორემ შემდეგ უფრო უარესი იქნება. თუ მალე „გარიგებას“ არ მივაღწევთ, სხვა გზა არ მექნება გარდა იმისა, რომ დავაწესო მაღალი გადასახადები, ტარიფები და სანქციები ყველაფერზე, რასაც რუსეთი ყიდის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში“, - დაწერა სოციალურ ქსელში ტრამპმა. ულტიმატუმისთვის ამ დროისთვის კრემლს ოფიციალურად არ უპასუხია, მაგრამ რუსეთის პარლამენტმა მას უკვე შეცდომა უწოდა. სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ლეონიდ ივლევმა, რომელიც წარმოადგენს ყირიმის რესპუბლიკას, აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ მუქარა შეცდომაა. „ჩვენს მიმართ მუქარა, ეს ცარიელი სიტყვებია. მხოლოდ არა რუსეთზე", - ციტირებს მის სიტყვებს Bloknot-ი პოლიტიკოსის თქმით, მოსკოვთან დიალოგში ულტიმატუმების გამოყენება მარცხისთვის განწირული სტრატეგიაა. ტრამპის რიტორიკა დაიწუნა პარლამენტის კიდევ ერთმა წევრმა ანდრეი გურულევმა: „ის ისე იქცევა, როგორც მსოფლიოს ბატონი და არა აშშ-ს პრეზიდენტი. მაგრამ ვინ არის ის, რომელიც ემუქრება რუსეთს? ჩვენ არ მივიღებთ დამამცირებელ პირობებს და არც შანტაჟს წამოვეგებით“. თავის მხრივ, ЛДПР პარტიის თავმჯდომარემ, ლეონიდ სლუცკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი არ აპირებს თავისი ეროვნული ინტერესების დათმობას. მან აღნიშნა, რომ მოსკოვი მზად არის დიალოგისთვის, მაგრამ მხოლოდ ურთიერთპატივისცემისა და თანასწორობის საფუძველზე. ”კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოსაფხვრელად საჭიროა იურიდიული გარანტიები და უსაფრთხოების ახალი კონტურები ევროპაში”, - თქვა სლუცკიმ. სკეპტიციზმი გამოთქვა პოლიტოლოგმა დიმიტრი დრობნიცკიმაც. მისი აზრით, ტრამპის რიტორიკა ზღუდავს შესაძლებლობებს, რუსეთზე რომ გავლენა მოახდინოს. „ეს განცხადებები მის წინააღმდეგ შეტრიალდება. მისთვის რთული იქნება ამ მდგომარეობიდან გამოსვლა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ირგვლივ არიან ისინი, რომლებიც მზად არიან გაართულონ მისი მდგომარეობა. ”ეს არ არის პანამა, გრენლანდია ან კანადა და მექსიკა”, - თქვა მან. 355 2-ს მოსწონს
|