x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"კიმბერლი ლოუ გოთვერნებში"-გელა ზედელაშვილი
image

კიმბერლი ლოუ გოთვერნებში!


როდესაც ჩვენმა დამ, კიმბერლი ლოუმ თქვა, მე ვიქნები ტრამპის წარმომადგენელი ევროპაში და ქართველებს განსაკუთრებულად მოგხედავთ, თქვენზე ამომდის მზე და მთვარე, გოთვერნებს მოგაცილებთო, ამათ, ამ გოთვერნებმა ერთი ამბავი ატეხეს, კიმბერლი ლოუ ვინ ჩვენი ფეხებია, არც თანამდებობა აქვს, არც ცენზი, რეებს მიედ-მოედება, ქოცებს რა უხარიათო?

ახლა კი... როცა ჩვენი და კიმბერლი მართლა გამოემგზავრა საქართველოსკენ, გოთვერნები თვითმფრინავში გამოენაცნაურნენ და თავები ქვეყნის სვე-ბედზე მოფიქრალ პატრიოტებად გააცნეს. აბა, ეგეთ შანსს ხელიდან ხომ არ გაუშვებდნენ? სურათი ხომ გადაიღეს, ხელისუფლების ყველა შტოც სუ სათითაოდ ჩააბოზეს.


როგორ ფიქრობთ, ჩვენი და კიმბერლი ისე წამოვიდოდა საქართველოში, ზუსტი ინფორმაცია არ მოეძიებინა და აზრზე არ მოსულიყო? რა თქმა უნდა, მას აქ განვითარებულ მოვლენებზე წარმოდგენა ადრეც ჰქონდა და ამიტომაც გვითხრა, ცოტაც მოითმინეთ, გოთვერნებს მივხედავთო.



გოთვერნებმა - ყველაფერი ვუთხარითო... ეს ხელისუფლება რომ რუსულია, ისიცო... გულანთებულ ახალგაზრდებს რომ აწამებენ, ისიცო... ახალი არჩევნები რომ გვინდა, ისიცო... ბიძინა ივანიშვილი რომ რუსია, ისიცო.


თან ტელეფონებიც გავცვალეთ, სამომავლოდაც რომ ვიგვეთორნოთო.


აბა, კაცო, ტელეფონებიც გაუცვლიათ... როგორც კი ლოუს რამე საკითხის გარკვევა დასჭირდება, ეგრევე ამ გოთვერნებს გადმოურეკავს და ჭკუასაც დაეკითხება.


ავაჰმეეეეეე!

რას გვანან ეს გოთვერნობაში გაკეთებულები!"-წერს სოციალურ ქსელში გელა ზედელაშვილი.

0
162
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
162
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0