საზოგადოება
"დაიმახსოვრეთ ეს ქალი - კიდევ არაერთხელ გაგვაოცებს"- ვისზე საუბრობს ელისო კილაძე
გუშინ, 11:21
ჟურნალისტი, ელისო კილაძე მიხეილ ყაველაშვილის მიერ 613 მსჯავრდებულის შეწყალებას პირად გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:
"ვერა-ვაკის შეწყალებააყაველაშვილის ცოლს ცალ ცალკე ჩამოურეკავს დაქალებისთვის პირადობები ჩამიგდეთო და ყველა დაქალოჩკის პატიმარი ქმარი, ძმა და შვილი ჩაასმევინა ქმარს სპისოკში.
დაიმახსოვრეთ ეს ქალი-კიდევ არაერთხელ გაგვაოცებს
Mikheil Kavelashvili / მიხეილ ყაველაშვილი ლეგიტიმური კითხვა მაქვს-შეიქმნა თუ არა თქვენთან შეწყალების კომისია(ვინაა თავმჯდომარე, წევრები) და რა დრო დაჭირდა 613 პატიმრის საქმის შესწავლას?
მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულზე 613 პირი შეიწყალა
გაასაჯაროვეთ გვარები-რა კატეგორია შეიწყალეთ და არიან თუ არა მათ შორის, მძიმე დანაშაულზე გასამართლებული პირები!"- ვკითხულობთ ელისო კილაძის პოსტში.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ინფორმაციას საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ამავე ინფორმაციის თანახმად, შეწყალება ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით მოხდა, რომელიც ეფუძნება "ჰუმანიზმის პრინციპს".
გამოჩენილი ჰუმანური დამოკიდებულებით, შეწყალებულ პირებს შესაძლებლობა მიეცათ, დაუბრუნდნენ ოჯახებს და კვლავ იქცნენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად”, - ნათქვამია მიხეილ ყაველაშვილის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.