x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
როგორ მოატყუა სტალინმა მოკავშირეები და გერმანელები ერთდროულად და გამარჯვება ხელიდან არ გაუშვა

1945 წლის გაზაფხულისთვის, მოკავშირეები უკვე აქტიურად განიხილავდნენ საკითხს, თუ როგორ მიეთვისებინათ ფაშიზმის დამარცხებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი. ასე, მაგ., 1 აპრილს ჩერჩილმა პირდაპირ შესთავაზა აშშ-ს პრეზიდენტს, რომ გვერდზე გადაედო იალტაში მიღწეული შეთანხმებები და ბერლინი წითელი არმიის მონაწილეობის გარეშე აეღოთ.

ამ მხრივ, რუზველტი უფრო ფრთხილი იყო. მით უმეტეს, რომ შტატები სსრ კავშირისგან იაპონიასთან ომში ჩართვას ელოდა და საბჭოთა ბელადთან, ურთიერთობების გაფუჭება არ უნდოდა... და მაინც, საბჭოთა ხელმძღვანელობას მოკავშირეებისადმი სრული ნდობა არ ჰქონდა და ამიტომ, ბერლინის აღების ოპერაცია, მოკლე დროში უნდა განხორციელებულიყო. მოკავშირეებს კი, ფუჭი გეგმები რომ არ დაესახათ და არაპროგნოზირებადი მოვლენები, თავიდან რომ აეცილებინა, სტალინმა მათი დარწმუნება გადაწყვიტა, რომ საბჭოთა ჯარები, ბერლინის შტურმს უახლოეს მომავალში არ აპირებდნენ.


image


მოკავშირეთა ძალების მთავარსარდლის დუაიტ ეიზენჰაუერისადმი გაგზავნილ "საიდუმლო" დეპეშაში, რომელიც სტალინმა 1 აპრილს გაგზავნა, ეწერა რომ წითელი არმია დრეზდენზე შეტევას მაისის შუა რიცხვებიდან დაიწყებდა, რომ მოკავშირეებს შეერთებოდა და რაიხის დედაქალაქზე ერთობლივი შეტევა განეხორციელებინათ. ეს შეტყობინება ხელში გერმანელებმაც ჩაიგდეს, რამაც გარკვეული როლი, ბერლინის დაცვის გეგმაშიც ითამაშა.

ბერლინზე შეტევის დაწყებამდე, ერთი დღით ადრე, სტალინმა აშშ-ს ელჩს უილიამ ჰარიმანს დეპეშა გაუგზავნა, რომელშიც მეორე დღეს, დრეზდენზე შტურმის დაწყების შესახებ ატყობინებდა... და გერმანელებმა, მათთვის დამამშვიდებელი გზავნილი, ისევ ჩაიგდეს ხელში.

ამ დროისთვის, მოკავშირეებისთვის გზა, გერმანიის დედაქალაქისკენ, უკვე თავისუფალი იყო. მაგრამ, მათ გადაწყვიტეს, წითელ არმიას დალოდებოდნენ, ბერლინზე შეტევის დროს, დანაკარგების შემცირების მიზნით. 16 აპრილს კი, დილის სიჩუმე, საბჭოთა იარაღის ძლიერმა ზალპებმა დაარღვია და ბერლინის აღების ოპერაცია დაიწყო... 10 დღეზე ნაკლებ დროში, ქალაქი მთლიანად ალყაში მოექცა. ხოლო, 2 მაისს, ფაშისტებმა ყოველგვარი წინააღმდეგობა, ოფიციალურად შეწყვიტეს. ამ დროისთვის კი, გამარჯვების დროშა, უკვე რაიხსტაგის თავზე ფრიალებდა.

სტალინის დეზინფორმაციამ სამომავლოდ, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ეს რომ არა, ათწლეულების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის და შეერთებული შტატების წარმომადგენლები, ფაშიზმზე გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერას შეეცდებოდნენ, იმ მოტივით, რომ ბერლინი მათი აღებული იყო და «ახალ ისტორიასაც» დაწერდნენ. მაგრამ სტალინმა, მათ ეს შესაძლებლობა წაართვა...


image

არხის სხვა სიახლეები:


* შუმერული კულტურა და სახელმწიფო კავკასიელებმა შექმნეს – ახალი აღმოჩენების კვალდაკვალ

* ტიბეტური სიბრძნე და რჩევები, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ

* ნაცისტურმა "ტიტანიკმა" ლეგენდარული გემის ბედი გაიზიარა

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
284
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
284
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0