x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ამ უილსონას კი აქვს ტვინი დამჭკნარი, მაგრამ მაინც ტიპიური კოლონიზატორია"-გელა ზედელაშვილი

image

"ამისი ტვინი დამჭკნარია და “ზაჟიგანიაც'' კაი გვარიანად აქვს გასასწორებელი!
ბალღებმა იციან ხოლმე დაწყებით კლასებში - შენ თუ მავანთან მეგობრობ, ჩემთან ვეღარ იმეგობრებო.
ამათაც ეგეთი აზროვნება აქვთ - თუ თქვენ ჩინელებთან მეგობრობთ, მაშინ ჩვენი მეგობრები ვერ იქნებით, უნდა დაგასანქციროთო.
არა, მართლა ნახეთ, რა დონეზე მსჯელობენ, ვისთანაც თვითონ არ მეგობრობენ (ნატავ ვისთან მეგობრობენ?), იმასთან არც ჩვენ უნდა ვიმეგობროთ და ვისაც თვითონ მტრობენ, ჩვენც აუცილებლად უნდა ვუმტროთ.
წარმოგიდგენიათ?
ეს ხომ შუა საუკუნეების დრონდელი აზროვნებაა?!
მე მცირერიცხოვანი ქვეყანა ვარ უდიდესი ისტორიით. ყველასთან მქონია შეხება, დიდთანაც და პატარასთანაც, მტერთანაც და მოყვარესთანაც. მტერი ბევრი მახსოვს, მოყვარე - ცოტა. შეიძლება მოყვარე არც მყოლია, მაგრამ თავი რაღაცნაირად გამიტანია და დღემდე მოვსულვარ... რა გინდა, შე კოლონიზატორო, ინდიელების მიწაზე ჩახეტებულო ოკუპანტო და აბორიგენი მოსახლეობის მჟლეტავო, იაპონიაში ატომური ბომბების ჩამომყრელო და მოსახლეობის გამანადგურებელო, დედამიწის ამრევ-დამრევო, თავს რატომ არ მანებებ?
მისტერ!
მეზობელი რომ იყო, კიდე გავიგებდი, შენს საქციელს რაღაც ლოგიკას დავუქვემდებარებდი, მაგრამ ახლა არ მესმის... უფრო სწორად, მესმის, მაგრამ ის ვერ გამიგია, თავს რატომ იტანჯავ და სხვასაც რატომ ტანჯავ? შეიძლება, მთელი ცხოვრება ცხვირს იქ ყოფდე, სადაც არაფერი გესაქმება?!
მისცეს ამ ბებერ ქოფაკს 1000 დოლარი და აღარ ჩერდება!
ჩვენს მოკავშირე ბრიტანელებს მოვუწოდებო... მოკავშირეები კი არა, ერთნი ხართ, ერთი ჯიშის ნაბო@რები ხართ, მაგ ბრიტანეთიდან მიაწყდით ინდიელთა მიწებს, ამოხოცეთ, ოქრო-ვერცხლი ამოთხარეთ და როცა მოიკეთეთ, მერე სხვისი ღობეების ჭყლეტვა დაიწყეთ.
ისაო, მანდ ჩინელების ფეხი არ დავინახოთო, მაგათთან არ უნდა იმეგობროთო, რუსებს არ დაელაპარაკოთო, ტერიტორიები არ დაიბრუნოთო, წესიერად არც ერთ მეზობელს არ დაელაპარაკოთო... ჩვენ ვისზეც გეტყვით, მარტო იმას დაელაპარაკეთ და ისიც ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშო.
ამ უილსონას კი აქვს ტვინი დამჭკნარი, მაგრამ მაინც ტიპიური კოლონიზატორია, ეს ჩემის თვრამეტიანი!"-წერს გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი დიდ ბრიტანეთს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოწოდებს. ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“მოვუწოდებ ჩვენს ბრიტანელ მოკავშირეებს, დაუყოვნებლივ დაასანქცირონ "ჩინეთის კომუნისტური პარტიის" ახლო მეგობარი ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახის უახლოესი წევრები და მისი ხელშემწყობების ქსელი! მადლობელი ვარ ვიყო კონგრესის დიდი ბრიტანეთის ჯგუფის თანათავმჯდომარე”, - წერს უილსონი.

0
146
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
146
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0